ტრენინგები

ტრენინგები მთარგმნელებისთვის

დელტას მთარგმნელობითი ჯგუფი გთავაზობთ შემდეგ პროფესიულ ტრენინგებს:

SDL Trados Studios-ს ტრენინგი მთარგმნელებისათვის


 

SDL Trados-ის შესახებ: დამხმარე მთარგმნელობით კომპიუტერულ პროგრამა ტრადოსი (SDL Trados Studio  https://www.sdltrados.com/) საშუალოდ 30 % ამცირებს თარგმანზე გაწეულ პირდაპირ დროს. ტრადოსი თქვენი თარგმნის პროცესს გაადვილებს, დააჩქარებს და ტერმინოლოგიურად უფრო ზუსტს გახდის. პროგრამა იმახსოვრებს წლების მანძილზე ჩვენს მიერ შესრულებულ თარგმანებს და გვთავაზობს თარგმანს, შესაბამისი პროცენტული დამთხვევის მითითებით (45 % Match, 95 % Match, 30 % Match).

კომპიუტერული პროგრამა SDL TRADOS- გაძლევთ შესაძლებლობას:

  • არ თარგმნოთ ხელმეორედ უკვე ნათარგმნი სიტყვა და წინადადება, პროგრამა გთავაზობს თარგმნის ვარიანტებს ადრე თქვენს მიერ შესრულებული თარგმანების მიხედვით (დამთხვევის 30, 40, 70, 80, 100  %-იანი მაჩვენებლებით);
  • უზრუნველყოთ თქვენს ნათარგმნ დოკუმენტში ტერმინოლოგიური ერთიანობა
  • თუ რომელიმე რთული ტერმინი 1 თვის ან 1 წლის ან მრავალი წლის წინ შეგხვდათ და მის თარგმანზე ბევრი იფიქრეთ, საკმაო დრო დახარჯეთ, ამჟამადაც იგივე დრო არ უნდა დახარჯოთ - მთარგმნელობითი მეხსიერება უკვე პროგრამამ უნდა შემოგთავაზოთ;
  • გამოცდილების წლებთან ერთად სულ უფრო მეტს თარგმნით, შესაბამისად უფრო მეტია თქვენი მთარგმნელობითი მეხსიერება. ამ მეხსიერების გამოხმობა და სათანადო ადგილზე გამოყენება კი პროგრამას უნდა ანდოთ. ამით სულ უფრო ნაკლებ დროს დახარჯავთ თარგმანზე და თქვენი მწარმოებლურობა იზრდება.

ტრენინგის ხანგრძლივობა:  2 კვირა

ტრენინგის საფასური:  150 ლარი

სწავლების ენა: ქართული (კურსის გავლა შესაძლებელია ასევე ინგლისურ ენაზე, გთხოვთ ეწვიეთ ვებგვერდის ინგლისურენოვან ვერსიას)

ტრენინგის ფორმატი: ონლაინ (მოქნილი გრაფიკი, წინმსწრებით ჩაწერი სასწავლო ვიდეო ფაილების გამოყენებით).

შენიშვნა: ტრენინგი გამიზნულია ინგლისური, რუსული, ფრანგული, ესპანური და გერმანული ენის სპეციალისტებისათვის !

ტრენინგის მონაწილეებს გადაეცემათ ტრენინგის სასწავლო მასალები, კურსის სრული გავლისა და სასერტიფიკატო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ გაიცემა ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

შენიშვნა: სერტიფიკატს მიიღებს მონაწილე, რომელიც ტესტირების შედეგად ქულათა მაქსიმალური ოდენობიდან გადალახავს მინიმუმ 60 %-ს.

 

ტრენინგზე რეგისტრაცია:

https://forms.gle/VY2AvEqCrYbuhdkE7


Indesign, Photoship, Coral Draw-ს ტრენინგი მთარგმნელებისათვის


 

წერილობითი თარგმანი დედანთან სრულ შესაბამისობას მოითხოვს, თუ ამ საქმეს საბოლოოდ მხოლოდ დიზაინერს მიანდობთ მნიშვნელოვანად იზრდება ტექსტის არასწორი ზედდების რისკი, დიზაინერი ხომ უმეტეს შემთხვევაში არ ფლობს იმ უცხო ენას, რომელზეც თარგმნა განხორციელდა ! მასთან, დროის მნიშვნელოვანი დანაზოგია მთარგმნელმა უშუალოდ ჩაასწოროს სურათის ან ვექტორული ფაილის სახით არსებული მასალა, შესაბამისი თარგმანის პირდაპირი განთავსებით.

ტრენინგის სპეციალურადაა აგებული იმ პრაქტიკული მასალის დამუშავებაზე, რაც გულისხმობს უკვე არსებული გრაფიული მასალის დამუშავებას, რაც შესაძლოა პრაქტიკაში დასჭირდეს სხვადასხვა ენების მთარგმნელებს.

შესრულებული თარგმანის საბოლოო მიზანი მისი გამოყენების სარგებლიანობაა, ისეთი დოკუმენტაცია რომელიც მოიცავს გრაფიკულ მასალას, ამ მასალის გამორიცხვით ფაქტობრივად უსარგებლო ხდება ან მნიშვნელოვნად მცირდება მისი სარგებლიანობა, ამიტომ მნიშვნელოვანია თარგმნის საბოლოო პროდუქტში სრულად და ზედმიწევნით იყოს დაცული დედნის ფორმატირება, მათ შორის ყველა გრაფიული მასალა: დიაგრამები, ინფო გრაფიკები, ნახაზები, სხვა ტიპის ვიზუალური მასალა.

ტრენინგის ხანგრძლივობა:  3 კვირა

ტრენინგის საფასური:  450 ლარი

ტრენინგის ფორმატი: ონლაინ (მოქნილი გრაფიკი, წინმსწრებით ჩაწერი სასწავლო ვიდეო ფაილების გამოყენებით).

შენიშვნა: ტრენინგი გამიზნულია ინგლისური, რუსული, ფრანგული, ესპანური და გერმანული ენის სპეციალისტებისათვის !

ტრენინგის მონაწილეებს გადაეცემათ ტრენინგის სასწავლო მასალები, კურსის სრული გავლისა და სასერტიფიკატო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ გაიცემა ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

შენიშვნა: სერტიფიკატს მიიღებს მონაწილე, რომელიც ტესტირების შედეგად ქულათა მაქსიმალური ოდენობიდან გადალახავს მინიმუმ 60 %-ს.

 

ტრენინგზე რეგისტრაცია:

https://forms.gle/VY2AvEqCrYbuhdkE7



იურიდიული ინგლისური იურიდიული ლიტერატურის მთარგმნელებისათვის



 

გამოცდილება წლებთან ერთად მოდის, თუმცა მნიშვნელოვანია პრაქტიკა ყველაზე მაღალი მოთხოვნადი ე.ი. მაღალი სიხშირის სპეციალიზაციის მიმართულებიდან დაიწყოთ. სწორედ ასეთ მიმართულებას წარმოადგენს იურიდიული თარგმანი. ტრენინგის თემატიკა, მათ შორის სასწავლო მასალები დამუშავებულია დელტას მთარგმნელობით ჯგუფში და ორიენტირებულია თარგმნის შემდეგი უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და შემდეგი მიზნების მიღწევაზე:

  • ყველაზე მაღალი სიხშირის იურიდიული ტერმინების შესწავლა (ინგლისური ქართული წყვილები)
  • სამართლის ძირითად თეორიაზე წარმოდგენის შექმნა
  • საბაზისო სამართლებრივი აზროვნების ჩამოყალიბება
  • ტერმინების დაზუსტებისა და სწრაფი მოძიების უნარ-ჩვევის ჩამოყალიბება

ტრენინგზე განსაკუთრებული აქცენტი ე.წ. კონტინენტურ მათ შორის წართულ სამართალზე კეთდება. მათ შორის, შეისწავლით საქართველოს ძირითად კანონმდებლობას, მათი ინგლისურ ენაზე თარგმნის თავისებურებებს.  სასწავლო მასალად გამოიყენება ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ გამოცემული სამართლის სახელმძღვანელოს გადამუშავებული ვერსია, რომელიც მთარგმნელების საჭიროებას და ე.წ. კონტინენტური სამართლის თავისებურებებს მოვარგეთ, მათ შორის გავითვალისწინეთ ქართული ენის მიმართების საჭიროება ინგლისურ იურიდიულ ტერმინებთან. ტრენინგის საბოლოო მიზანი ქართულიდან ინგლისურად და პირით პროფესიონალური თარგმნის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაა.


ტრენინგი ფინანსური და ეკონომიკის ლიტერატურისა და დოკუმენტაციის მთარგმნელებისათვის



 

გამოცდილება წლებთან ერთად მოდის, თუმცა მნიშვნელოვანია პრაქტიკა ყველაზე მაღალი მოთხოვნადი ე.ი. მაღალი სიხშირის სპეციალიზაციის მიმართულებიდან დაიწყოთ. სწორედ ასეთ მიმართულებას წარმოადგენს ფინანსური და ეკონომიკური ლიტერატურისა და დოკუმენტაციის თარგმანი. ტრენინგის თემატიკა, მათ შორის სასწავლო მასალები დამუშავებულია დელტას მთარგმნელობით ჯგუფში და ორიენტირებულია თარგმნის შემდეგი უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და შემდეგი მიზნების მიღწევაზე:

  • ყველაზე მაღალი სიხშირის ეკონომიკური, ფინანსური, აუდიტის და მარწმუნებელი გარიგებების ტერმინების შესწავლა (ინგლისური ქართული წყვილები)
  • ეკონომიკისა და ფინანსების ძირითად თეორიაზე წარმოდგენის შექმნა
  • საბაზისო ეკონომიკური აზროვნების ჩამოყალიბება
  • ტერმინების დაზუსტებისა და სწრაფი მოძიების უნარ-ჩვევის ჩამოყალიბება

ტრენინგზე განსაკუთრებული აქცენტი თარგმნის უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე კეთდება. ტრენინგი შედგება 12 ნაწილისაგან, თითოეულ ნაწილს ახლავს ცოდნის შემოწმების ტესტები, რომელიც მიღებული ცოდნის მიმდინარე პროცესში შემოწმებასა და განმტკიცებაზეა მიმართული.


სამედიცინო ინგლისურის ტრენინგი მთარგმნელებისათვის

სამედიცინო ინგლისურის ტრენინგი განკუთვნილია სამედიცინო ლიტერატურისა და დოკუმენტაციის მთარგმნელებისათვის. სამედიცინო დოკუმენტაცია ერთ-ერთი მაღალი სიხშირის ის მასალაა, რომელიც მთარგმნელს შესაძლოა შეხვდეს პროფესიული საქმიანობის მანძილზე.

მოცემული კურსი საშუალებას გაძლევთ შეისწავლოთ სამედიცინო ინგლისურის ტერმინოლოგია რათა შეძლოთ მედიცინის სფეროში სხვადასხვა საკითხებზე წერილობით თუ ზეპირად აზრის გამოხატვა-კომუნიკაცია, თარგმნა და რედაქტირება.

ტრენინგის თემატიკა, მათ შორის სასწავლო მასალები დამუშავებულია დელტას მთარგმნელობით ჯგუფში და ორიენტირებულია თარგმნის შემდეგი უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და შემდეგი მიზნების მიღწევაზე:

  • ყველაზე მაღალი სიხშირის სამედიცინო ტერმინების შესწავლა (ინგლისური ქართული წყვილები)
  • ადამიანის ანატომიის, ფიზიოლოგიის, თერაპიის ძირითად მიმართულებებზე წარმოდგენის შექმნა
  • საბაზისო სამედიცინო აზროვნების ჩამოყალიბება
  • ტერმინების დაზუსტებისა და სწრაფი მოძიების უნარ-ჩვევის ჩამოყალიბება

ტრენინგზე განსაკუთრებული აქცენტი თარგმნის უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე კეთდება. ტრენინგი შედგება 12 ნაწილისაგან, თითოეულ ნაწილს ახლავს ცოდნის შემოწმების ტესტები, რომელიც მიღებული ცოდნის მიმდინარე პროცესში შემოწმებასა და განმტკიცებაზეა მიმართული.


ლექსიკოგრაფიისა და კორპუსული ლინგვისტიკის კურსი მთარგმნელებისათვის

 

ლექსიკოგრაფიისა და კორპუსული ლინგვისტიკის კურსი განკუთვნილია ყველა სპეციალიზაციის მქონე მთარგმნელებისათვის. კურსის მიზანია მთარგმნელს ჩამოუყალიბოს  ლექსიკოგრაფიული საქმიანობის პრაქტიკული უნარ-ჩვევები, თარგმნის პროცესში ტექსტური კორპუსების გამოყენების პროფესიული უნარები.

ტრენინგი მოიცავს შემდეგ ძირითად თემატიკას:

  • თარგმანისა და ორიგინალის თვისებრივ-ხარისხობრივი შესაბამისობების კლასიფიკაცია, ლექსიკური ტრანსფორმაციის სტრატეგიები, უეკვივალენტო ლექსიკის კატეგორიები
  • დიდი მონაცემები, მონაცემების მოპოვება და ტექსტური კორპუსები
  • დარგობრივი ლექსიკოგრაფია; საქართველოში და დასავლეთში გამოცემული ტერმინოლოგიური ლექსიკონები;
  • თანამედროვე ტერმინოლოგია და მისი განვითარების ძირითადი ტენდენციები;
  • ინფორმაციის მოძიება,   საიმედოობისა და კვალიფიკაციის შეფასება