კონფიდენციალურობა
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
შპს დელტა დეველოპმენტ გრუპი (შემდგომში- დელტა) არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული იურიდული პირი - შეზღუდული პასუხიმგებლობის საზოგადოება.
საიდენტიფიკაციო ნომერი: 412702446
იურიდიული მისამართი: საქართველო, ქუთაისი, შოთა რუსთაველის ქ. №61
ციფრულ არხებში თქვენი ინფორმაციის უსაფრთხოება
- მესამე პირები (აპლიკაციები/სერვისები): ვებგვერდზე სტუმრობით თქვენი ინფორმაცია მოწყობილობის ნომრის, მოდელი, ბრენდის, სახელის, საოპერაციო სისტემის ვერსიის შესახებ გადაეცემა ისეთ აპლიკაციებს, როგორიცაა: Google Analytics, Xtremepush.com მოცემული აპლიკაციები თანხვედრაშია GDPR -თან (General Data Protection Guide)
- შენარჩუნების/წაშლის პოლიტიკა: თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი მონაცემების წაშლა შესატყვისი მოთხოვნის გამოგზავნით. მოთხოვნის მიღების შემდეგ დელტა ამოიღებს თქვენ მონაცემებს სიიდან, რათა შეწყდეს მონაცემთა დამუშავება.
- მომსახურების გაუმჯობესების მიზნით დელტა უფლებამოსილია დააკვირდეს მომხმარებლის ქცევას, რომელიც ხორციელდება ციფრულ არხებში. აღნიშნული დაკვირვება არ მოიცავს პერსონალური/კონფიდენციალური/კომერციული მონაცემების შეგროვებას ან სხვა ფორმით დამუშავებას. დაკვირვების პროცესის მიზანი არ არის იდენტიფიცირებული მომხმარებლის ქცევის გაანალიზება, არამედ ემსახურება ზოგადად მომხმარებლების აქტივობის შესწავლას. „აღნიშნული არა იდენტიფიცირებადი მონაცემების დამუშავება შესაძლოა განხორციელდეს Facebook Pixel-ის და Firebase-ის პროგრამული უზრუნველყოფით.“
როგორ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას
პერსონალური მონაცემები მოიცავს ინფორმაციას, რომელსაც დელტა მოიპოვებს თქვენთვის მომსახურების გაწევის პერიოდში, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შემდგომში ასევე გამოიყენება პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის. შეტყობინების მიზანია, მოგაწოდოთ ინფორმაცია პერსონალური ინფორმაციის დამუშავებისას ჩვენი მუშაობის პრინციპებისა და თქვენი სამართლებრივი დაცვის მექანიზმებთან დაკავშირებით.
პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვის დაპირება
ჩვენ, შპს დელტა დეველოპმენტ გრუპის გუნდი, გპირდებით, რომ:
· ვიზრუნებთ თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებასა და დაცვაზე;
· არ გამოვიყენებთ თქვენს მონაცემებს არამართლზომიერად;
· ნებისმიერ დროს მოგაწვდით სრულ და ამომწურავ ინფორმაციას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით.
როგორ გიცავთ კანონი
პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვის დაპირების მსგავსად, აღნიშნულ მონაცემებს იცავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონი. კანონმდებლობის თანახმად, თქვენ უფლება გაქვთ, მოგვთხოვოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების თაობაზე. თქვენ გაქვთ უფლება მიიღოთ შემდეგი ინფორმაცია:
· რომელი მონაცემები მუშავდება თქვენს შესახებ;
· მონაცემთა დამუშავების მიზანი;
· მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი;
· რა გზით შეგროვდა თქვენი მონაცემები;
· ვის გადაეცა თქვენი მონაცემები;
· მონაცემთა გაცემის საფუძველი და მიზანი. თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ ჩვენ მიერ დამუშავებული ინფორმაციის ასლი.
კანონმდებლობის შესაბამისად თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი პირადი მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ. ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რამაც შესაძლოა ხელი შეგვიშალოს დაუყოვნებლივ წავშალოთ თქვენი პირადი მონაცემები. ასეთი ვალდებულებები შესაძლოა გამომდინარეობდეს საგადასახადო კანონმდებლობის და მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონმდებლობიდან.
აღნიშნული ინფორმაციის თქვენთვის მოწოდების ვალდებულება ორგანიზაციას წარმოეშვება თქვენი მოთხოვნის შემთხვევაში. პერსონალური მონაცემების გამოყენების უფლება გვაქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ამისათვის კონკრეტული სახელშეკრულებო ან/და კანონისმიერი საფუძველი გაგვაჩნია.
ორგანიზაციას აქვს თქვენი ინფორმაციის გამოყენების კანონიერი საფუძველი, რაც გულისხმობს ბიზნესთან დაკავშირებული ან/და კომერციული მიზნის არსებობას. მნიშვნელოვანია, რომ მოცემულ შემთხვევაშიც, დელტას მიერ ინფორმაციის დამუშავება არ არის მიმართული თქვენი ინტერესების შელახვისაკენ.
რა წყაროებიდან მოვიპოვებთ პერსონალურ ინფორმაციას
თქვენს შესახებ პერსონალური ინფორმაციის მოპოვება შეგვიძლია დელტასათვის თქვენ მიერ მოწოდებული და ქვემოთ ჩამოთვლილი წყაროებიდან. თქვენგან მონაცემებს ვიღებთ შემდეგ შემთხვევებში:
· როცა მოგვმართავთ ჩვენი პროდუქტებისა თუ მომსახურების მისაღებად;
· როცა კომუნიკაცია ხორციელდება ტელეფონის საშუალებით ან უშუალოდ ოფისში ვიზიტის დროს;
· როცა თქვენ იყენებთ ჩვენს ვებ-გვერდებს, მობილურ აპლიკაციებსა და ვებ-ჩეთს; · როცა აგზავნით წერილებს როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით.
· თქვენს მიერ განხორციელებული საბანკო ოპერაციებიდან.
„მზა ჩანაწერები“ (Cookies)
ჩვენ ვიყენებთ Cookies-ს და ვაკვირდებით ჩვენს ვებ-გვერდზე მომხმარებლების ქცევას რათა დავრწმუნდეთ, რომ გთავაზობთ საუკეთესო გამოცდილებას ჩვენს ვებ-გვერდზე ყოფნისას და შევძლოთ მუდმივად გავაუმჯობესოთ მომსახურების ხარისხი.
ჩვენს ვებ-გვერდზე ვაგროვებთ ინფორმაციას cookies-ების, მომხმარებლების ვებ-გვერდზე ნავიგაციის და ქცევის შესახებ, კერძოდ:
· IP მისამართი, მოწყობილობის ტიპი, საოპერაციო სისტემა და ბრაუზერი საიდანაც ხდება ვებ-გვერდზე შემოსვლა.
· ვაგროვებთ ინფორმაციას ჩვენს ვებ-გვერდზე გახსნილი გვერდების, სესიის ხანგრძლივობის და სესიის სხვადასხვა პარამეტრების შესახებ.
· ინფორმაცია იმ ქმედებების შესახებ რომელიც ჩვენს ვებ-გვერდზე მოხდა: ფორმების შევსება, ვებ-გვერდის ინტერაქციულ ელემენტების გამოყენება და ა.შ.
· ვებ-გვერდზე ველების შევსების პროცესი, დრო და ფორმა
მოგროვებულ ინფორმაციას ვიყენებთ:
· ვებ-გვერდის სტატისტიკის საწარმოებლად პროცესების, ველების და ვებ-გვერდის დიზაინის ოპტიმიზაციის მიზნით.
· ვებ-გვერდის მომხმარებლების დაცვისა და თაღლითური ქმედებების პრევენციის მიზნით;
· ვებ-გვერდზე მომხმარებელთა ნაკადის კონტროლისა და მარკეტინგული კამპანიების ეფექტურობის შესაფასებლად.
· მოპოვებული ინფორმაცია საშუალებას გვაძლევს განვახორციელოთ ვებ-გვერდის და მისი კომპონენტების ადაპტირება მომხმარებლის საჭიროებების მიხედვით.
ასევე cookies ფაილებს ვიყენებთ იმის დასადგენად თუ როგორ ხვდებიან მომხმარებლები ჩვენს ვებ-გვერდზე და Google Analytics-ის რეპორტების საწარმოებლად. ვებ-გვერდის გამოყენების დაწყებამდე, თქვენ გაქვთ საშუალება დაეთანხმოთ cookies და მომხმარებელთა ქცევაზე დაკვირვების შესახებ შეტყობინებას „თანხმობა“ ღილაკზე დაჭერით. იმ შემთხვევაში თუ არ დაეთანმხებით „Cookie პოლიტიკა“-ს, თუმცა გააგრძელებთ ვებ-გვერდის გამოყენებას, აღნიშნული ქმედება მაინც ჩაითვლება თქვენს თანხმობად ზემოდ აღნიშნულ ქმედებაზე ჩვენ არ ვიყენებთ cookie ფაილებს და მომხმარებლის ქცევაზე დაკვირვების შედეგად მიღებულ მონაცემებს პირადი ინფორმაციის შეგროვების მიზნით. თუ გსურთ შეზღუდოთ cookie ფაილები ან დაბლოკოთ ისინი ჩვენს ვებ-გვერდზე, ამის განხორციელება შეგიძლიათ თქვენი ბრაუზერის პარამეტრების შეცვლით.
ამასთან, გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ ჩვენს მიერ შემოთავაზებული ზოგიერთი სერვისი არ იფუნქციონირებს თუ დაბლოკავთ ან წაშლით cookie-სფაილებს.