მისია, ფასეულობები და ამოცანები
ჩვენი, როგორც პროფესიული ნიშნით გაერთიანებული, მთარგმნელობითი ორგანიზაციის მისიაა ხელი შევუწყოთ მთარგმნელობითი მომსახურების დარგის განვითარებას თანამედროვე ტექნოლოგიური და ლექსიკოგრაფიული მეთოდების დანერგვის გზით.
ჩვენი ამოცანაა მომხმარებლებს შევთავაზოთ სრულყოფილი მთარგმნელობითი მომსახურება მსოფლიოს 60 ენაზე. ეს შეთავაზება იყოს საშუალო საბაზრო ფასთან შედარებით ნაკლები ფასის და ექსკლუზიური, გამოყენებული ტექნოლოგიებისა და მასშტაბის ეფექტის წყალობით.
ჩვენი ფასეულობები:
ხარისხისაკენ სწრაფვა
ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, ჩვენი საქმიანობა ხარისხის გაუმჯობესების და ტექნოლოგიური წინსვლის უწყვეტ ეტაპებად ვაქციოთ.
მენეჯმენტის თანამედროვე უნარი
ჩვენ ვაფასებთ და ვაღიარებთ, რომ მომსახურების ხარისხით თქვენი კმაყოფილების დონე რესურსების ეფექტიანი მენეჯმენტითაა განპირობებული.
კეთილსინდისიერება
ჩვენ ვართ პირდაპირები და გულახდილები, ჩვენი მაქსიმალური ძალისხმევა მიმართულია დაკისრებული ვალდებულებების შესრულებისაკენ.
გუნდური მუშაობა
ჩვენ ვთანამშრომლობთ ერთიანი მიზნის მიღწევისათვის და ვახდენთ გამოცდილების გაზიარებას მთარგმნელობითი მომსახურების დარგის განვითარებისათვის.
დელტას მთარგმნელობითი ჯგუფის მენეჯმენტის სახელით მადლობას ვუხდით ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს და თანამშრომლებს, რომლებმაც წვლილი შეიტანეს დელტას მთარგმნელობითი ჯგუფის წარმატებებში. მომავალ წლებში ვგეგმავთ სტაბილურ ზრდასა და განვითარებას, რისთვისაც არ დავიშურებთ ძალისხმევას და პროფესიონალიზმს.
საუკეთესო სურვილებით
დელტას მთარგმნელობითი ჯგუფი