მოკლე ისტორია
Delta Translation Group - დელტას მთარგმნელობითი ჯგუფი (შპს დელტა დეველოპმენტ გრუპი) პროფესიული ნიშნით გაერთიანებული მთარგმნელობითი პროექტების მენეჯერების, რედაქტორების, ლინგვისტებისა და მთარგმნელების ერთობაა - მთარგმნელობითი ორგანიზაციის სახით.
მთარგმნელობითი კომპანია - Delta Translation Group 2014 წლიდან გიწევთ მომსახურებას მრავალფეროვანი ენების ლინგვისტურ სამყაროში. ჩვენი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა მთარგმნელობითი მომსახურება, როგორც წერითი ასევე, ზეპირი, რედაქტირება, უცხოური გამოცდილებისა და ქეისების კვლევითი და ანალიტიკური ნაშრომების მომზადება, ლოკალიზაცია, ლექსიკოგრაფიული საქმიანობა, უწყვეტი ტრენინგებისა და პროფიული ამაღლების კურსების მენეჯმენტი.
კომპანიის დამკვეთები არიან წამყვანი იურიდიული, სადაზღვევო, აუდიტორული და ფინანსური კომპანიები, საქართველოში აკრედიტირებული საზღვარგარეთის ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობები და საერთაშორისო ორგანიზაციები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები, უმსხვილესი სამშენებლო კომპანიები და სააქციო საზოგადოებები, აგრეთვე საზღვარგარეთის პარტნიორები.
ჩვენი გუნდი შემდეგი სასწავლო დაწესებულებების წარჩინებული კურსდამთავრებული სპეციალისტებისაგან შედგება: თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ამერიკის შეერთებული შტატების ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოხუმის უნივერსიტეტი, ილიას უნივერსიტეტი, ჩინეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი, ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტი და ა.შ. სწავლების დასრულების შემდეგ ჩვენი გუნდის წევრები ჩართულნი გახლდნენ მთარგმნელობით და ლინგვისტურ საქმიანობაში, და ქართული, რუსული, ინგლისური, გერმანული, უკრაინული, ფრანგული, პორტუგალიური, ესპანური, იტალიური და ა.შ. ენების მთარგმნელთა რანგში თანამშრომლობდნენ საქმიანობდნენ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებში.
დღეისათვის იურიდიულ, ტექნიკურ, საინჟინრო, სამედიცინო, სამეცნიერო, კომერციულ, კომპიუტერულ, ინფორმაციული უსაფრთხოების და ა.შ სფეროებში ჩვენი წამყვანი სპეციალისტების მთარგმნელობითი გამოცდილება 10 წელიწადზე მეტ ხანს ითვლის. დელტას არსებობის მანძილზე ჩვენ საუკეთესო საქმიანი თანამშრომლობა ჩამოგვიყალიბდა მაღალი ცნობადობისა და სანდოობის ბრენდებთან, რომლებიც სიამოვნებით გვიწევენ რეკომენდაციას.
მოკლე მიმოხილვა :: შეკვეთიდან საბოლოო პროდუქტამდე
საყურადღებოა, რომ შ.პ.ს. “დელტა დეველოპმენტ გრუპი” არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სრულსიტყვოვანი ინგლისურ-ქართული და ქართულ-ინგლისური ლექსიკონის მფლობელი. აღნიშნული ბაზა შეიქმნა კომპანიის მიერ 2014 წელს და მასში შესულია ფინანსების, ტექნიკის, მედიცინის, იურიდიული მეცნიერებისა და პრაქტიკის, და სხვა მომიჯნავე 40-ზე მეტის დარგის ტერმინები. შექმნილია საცნობარო-საძიებო სისტემა, რომელიც გარდა ქართულ-ინგლისური ეკვივალენტებისა გთავაზობთ სიტყვების განმარტებას და მაგალითებს ისეთი ცნობილი ლექსიკონებიდან როგორიცაა: Oxford, Cambridge, Princeton University Lexical Data Base. შექმნილია საცნობარო-საძიებო სისტემა, რომელიც განთავსებულია კომპანიის ვებ-გვერდზე www.iword.ge ხდება ლექსიკონის უწყვეტი განახლება ჩვენი პრაქტიკისა და ლინგვისტური მეცნიერებების განვითარების პარალელურად. 2021 წელს ლონდონის დედოფალ მერის უნივერსიტეტის პროფესორის ბ.ნ. დონალდ რეიფილდის კეთილი ნების წყალობით ლექსიკონის ბაზას დაემატა ლონდონში გარნეტის გამომცემლობის მიერ გამოცემული ქართულ-ინგლისური ლექსიკონის ორტომეულის სიტყვანი.
დელტას მთარგმნელობითი ჯგუფი ასევე ფლობს ინგლისური და ქართული ენების პარალელურ კორპუსებს, მილიონზე მეტი ენობრივი ენიგმებით. მონაცემთა ბაზების საძიებო სისტემა განთავსებულია მისამართზე: www.corpus.com.ge
2014-2022 წლებში გამოვეცით შემდეგი დარგობრივი ლექსიკონები:
- დაზღვევის ტერმინთა ინგლისურ-ქართული ლექსიკონი
- ეკონომიკისა და ფინანსების ინგლისურ-ქართული ლექსიკონი
- იურიდიული ტერმინების ინგლისურ-ქართული ლექსიკონი
- მედიცინის ტერმინთა ქართულ-ინგლისური ლექსიკონი
- მთარგმნელობითი საქმიანობის ტერმინთა ლექსიკონი
- ტექნიკური ტერმინოლოგიის ინგლისურ-ქართული ლექსიკონი
- ტურიზმის ტერმინთა ინგლისურ-ქართული
- არქიტექტურის ტერმინთა ინგლისურ-ქართული ლექსიკონი
ლექსიკონების ელექტრონული ვერსიები განთავსებულია, როგორც ელექტრონული წიგნების მაღაზია საბაში www.saba.com.ge, ასევე საქართველოს პარტლამენტის ციფრული გამოცემების ბიბლიოთეკა ივერიელში: https://dspace.nplg.gov.ge/?locale=ka
ჩვენს ვებგვერდზე - www.corpus.com.ge იპოვით საკანომდებლო აქტების ქართულ და ინგლისურ ვერსიებს. მასში შესულია საქართველოს კოდექსების, კანონების, ნორმატული და კანონქვემდებარე აქტების, ინსტრუქციებისა და ა.შ. ტექსტები ინგლისურ ენაზე. ამასთან, ხდება აღნიშნული თარგმანების ლინგვისტური ბაზების რეგულარულად განახლება.
ჩვენი, როგორც პროფესიული ნიშნით გაერთიანებული, მთარგმნელობითი ორგანიზაციის მისიაა ხელი შევუწყოთ მთარგმნელობითი მომსახურების დარგის განვითარებას საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიური და ლექსიკოგრაფიული მეთოდების დანერგვის გზით.
ჩვენი ამოცანაა მომხმარებლებს შევთავაზოთ სრულყოფილი მთარგმნელობითი მომსახურება მსოფლიოს 60-ზე მეტ ენაზე. ეს შეთავაზება იყოს, საბაზრო ფასთან შედარებით ნაკლები და ექსკლუზიური მახასიათებლების, გამოყენებული ტექნოლოგიებისა და მასშტაბის ეფექტის წყალობით.
2022 წლიდან დელტას მთარგმნელობითი ჯგუფი (შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება დელტა დეველოპმენტ გრუპი) მთარგმნელობითი და სათარჯიმნო მომსახურების გაწევის მიმართულებით სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმწოდებელთა თეთრ სიაშია.
დელტას მთარგმნელობითი ჯგუფის ფასეულობები:
• სრულყოფილი მთარგმნელობითი მომსახურება და თითოეული დამკვეთისადმი ლოიალური დამოკიდებულება;
• მომხმარებელზე მორგებული თანამედროვე და ინოვაციური მომსახურების პაკეტები;
• პროფესიონალი კადრები, კვალიფიკაციის უწყვეტი ამაღლება, ცოდნისა და გამოცდილების გავრცელება.
დელტას მთარგმნელობითი ჯგუფის მენეჯმენტის სახელით გვინდა მადლობა გადავუხადოთ ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს და თანამშრომლებს, რომლებმაც წვლილი შეიტანეს დელტას მთარგმნელობითი ჯგუფის წარმატებებში. მომავალ წლებში ვგეგმავთ სტაბილურ ზრდასა და განვითარებას, რისთვისაც არ დავიშურებთ ძალისხმევას და პროფესიონალიზმს.
ჩვენი საქმიანობის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ იხილეთ ჩვენი გამოცემები:
ასევე, გთხოვთ გაეცანით, ქვემოთ წარმოდგენილ, ჩვენი დამკვეთების შეფასებებს.
გულწრფელად გამოთქვამთან თქვენთან ურთიერთსასარგებლო და ხანგრძლივი თანამშრომლობის იმედს!
საუკეთესო სურვილებით
დელტას მთარგმნელობითი ჯგუფი