ხარისხის მენეჯმენტი
დელტას მთარგმნელობით ჯგუფში საბოლოო პროდუქტის მიღების პროცესი:
ყოველ ორგანიზაციას საკუთარი პოლიტიკა გააჩნია თანამშრომლების შერჩევისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით. დღესდღეობით ჩვენი უმაღლესი განათლების სისტემა არ იძლევა თარგმნის მიმართულებით სპეციალისტების მომზადების ისეთ პროდუქტს, რომ ისინი მზად იყვნენ მთარგმნელობით ორგანიზაციაში მუშაობისათვის. კერძოდ, უნივერსიტეტდამთავრებულები არ ფლობენ როგორც თარგმანის თანამედროვე ტექნოლოგიურ მხარეებს, ასევე დარგობრივი სპეციალიზაცია საკმაოდ სუსტია. ამ პრობლემის დაძლევისათვის დელტას მთარგმნელობით ჯგუფში ყოველი ახალი თანამშრომელი გადის ტრენინგებისა და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების შემდეგ კურსებს:
• SDL Trados-ის კურსი წერილობითი თარგმანებისათვის (CAT სისტემებით მუშაობის პრაქტიკა)
• იურიდიული ტერმინოლოგია და თარგმანი
• ტექნიკური ტერმინოლოგია და თარგმანი
• სამედიცინო ტერმინოლოგია და თარგმანი
• ქართული ენის სტილისტიკისა და ლექსიკოგრაფიის საფუძვლები მთარგმნელებისათვის
• Archicad, Photoshop, Corel DRAW- ტექნიკური დოკუმენტაციის თარჯიმნებისათვის
• ზეპირი თარგმნის მეთოდოლოგიის კურსი თარჯიმნებისათვის
უკვე გამოცდილი თანამშრომლები, რომლებიც ენის სპეციალისტის პოზიციიდან რედაქტორის პოზაციაზე დაწინაურდნენ, ცოდნის უწყვეტ გადაცემას უზრუნველყოფენ. ასევე, წლების მანძილზე მათი მოვალეობა დადგენილი სწორი ტერმინების ელექტრონული საცავის მუდმივი განახლება და თარგმნის პროცესში მისი გამოყენების უზრუნველყოფაა.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ(თითოეული ლინკის ქვემოთ ჩაისვას ყდების სურათები):
მოკლე მიმოხილვა :: შეკვეთიდან საბოლოო პროდუქტამდე
გამოგვიგზავნეთ თქვენი მასალები ჩვენს ელექტრონულ ფოსტაზე: info@delta.org.ge
დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: 032 2 83 03 63 :: +995 557 114 372 :: +995 598 46 40 46
თქვენ, ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენი მომსახურების ოფისს: თბილისი, თევდორე მღვდლის 23.
Google Map: https://goo.gl/maps/T6Dza5AAqcCXiArLA