იურიდიული თარგმანი
იურიდიული თარგმანი
დელტას მთარგმნელობით ჯგუფში ხორციელდება იურიდიული დოკუმენტაციის, კანონმდებლობისა და ლიტერატურის თარგმანი და თარგმანის ნოტარიული დამოწმება. ჩვენი გამოცდილება მოიცავს, როგორც საერთაშირისო სასამართლოებისათვის (სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო) ასევე საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟზე წარსადგენი დოკუმენტაციის თარგმანს.
დელტას მთარგმნელობით ჯგუფში ხორციელდება შემდეგი ტიპის დოკუმენტაციის თარგმნა:
- ხელშეკრულებები (საქონლის მიწოდების, მომსახურების გაწევის, შრომითი, იჯარის, ლიზინგის და ა.შ.)
- სამართლო დადგენილებები
- კანონმდებლობა
- ადმინისტრაციული აქტები
- საცნობარო გამოცემები
- ცნობები, მოწმობები
იხილეთ ჩვენი დამკვეთების შეფასებები:
იხილეთ დელტას მთარგმნელობითი ჯგუფის მიერ გამოცემულ იურიდიულ ტერმინთა ლექსიკონი (ელექტრონული წიგნის მაღაზია საბა):
https://saba.com.ge/books/details/16823/ინგლისურ-ქართული-იურიდიული-ლექსიკონი
ლქსიკონის შესახებ:
სამართლის ტერმინთა ინგლისურ-ქართული ლექსიკონში წარმოდგენილია 6,000-მდე სალექსიკონო ერთეული (ტერმინი, ფრაზა, იურიდიულ ტექსტებში არსებული მაღალი სიხშირის მოკლე წინადადებები). ლექსიკონში წარმოდგენილია როგორც ინგლისური, ასევე ცალკეული მაღალი სიხშირის ლათინური ტერმინები. წარმოდგენილი ტერმინები დარგობრივად აერთიანებს როგორც ადმიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალს, ასევე სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებებს. ლექსიკონის შედგენის წყაროს წარმოადგენს, როგორც უკვე გამოცემული აკადემიური ლექსიკონები, ასევე უშუალოდ მთარგმნელობითი პრაქტიკიდან აღებული ფრაზები და ტერმინები, რომლებიც ბოლო წლების მანძილზე მაღალი სიხშირით შეგვხვდა რიგი კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციებისთვის შესრულებულ თარგმანებში.
გამოგვიგზავნეთ თქვენი მოთხოვნა ჩვენს ელექტრონულ ფოსტაზე: info@delta.org.ge
დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: 032 2 83 03 63 :: +995 557 114 372 :: +995 598 46 40 46
თქვენ, ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენი მომსახურების ოფისს: თბილისი, თევდორე მღვდლის 23.
Google Map: https://goo.gl/maps/T6Dza5AAqcCXiArLA
გადაწყვიტეთ ისარგებლოთ ჩვენი სერვისით ?
მომსახურების ზუსტი ღირებულების და ვადების დასადგენად:
მოითხოვე განფასება