სამედიცინო თარგმნა
სამედიცინო დოკუმენტაციისა და ტექსტების თარგმნა
დელტას მთარგმნელობით ჯგუფში ხორციელდება სამედიცინო ტექსტების (გაიდლაინები, სახელმძღვანელო და საცნობარო ლიტერატურა) და სამედიცინო დოკუმენტაციის თარგმანი.
სამედიცინო მიმართულების დოკუმენტაციის თარგმანი მოიცავს შემდეგ ქვედარგებს: ფარმაცევტული, მედიკო-ბიოლოგიური, ბიოქიმიური, ალერგოლოგიის, ქირურგიის, რინოპლასტიკის, უროლოგიის, ანგიოლოგიის, ჰისტოლოგიის, ჰემატოლოგიის, გენეტიკისა და ვირუსოლოგიის, ოტორინოლარინგოლოგიის, კარდიოლოგიის, ტოქსიკოლოგიის, გასტროენტეროლოგიის, დერმატოლოგიის, ნეფროლოგიის, რადიოლოგიის, და ტექნიკური სამედიცინო ტექსტების თარგმნას. ჩვენთან სრულდება ნებისმიერი სირთულის სამედიცინო ტექსტებისა და დოკუმენტაციის თარგმანი, სამკურნალო პრეპარატების ინსტრუქციებითა და გაიდლაინებით დაწყებული სამეცნიერო სტატიებით და კვლევებით დამთავრებული.
ჩვენი თარგმნის ნიმუშები:
სისხლის დონორების მართვის სახელმძღვანელო
გზამკვლევი სისხლის კომპონენტების გამოყენებისა და ხარისხის უზრუნველყოფის შესახებ
კონკრეტული შეკვეთის სპეციფიკის გათვალისწინებით ჩვენთან თარგმნას და რედაქტირებას ახორციელებენ თანამშრომლები, რომლებსაც გააჩნიათ მოცემულ დარგში თარგმნის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება, სამედიცინო განათლება და ენის ცოდნის უმაღლესი დონე. პროფესიონალიზმის, მრავალწლიანი გამოცდილებისა და ხარისხის ორდონიანი კონტროლის წყალობით ჩვენ ვუზრუნველვყოფთ ნებისმიერი სახის სამედიცინო დოკუმენტაციის კვალიფიციურ თარგმნას.
ჩვენი კომპანია გთავაზობთ შემდეგი დოკუმენტაციის მთარგმნელობითი მომსახურებას:
- ფორმა 100 თარგმნა
- პაციენტის სამედიცინო ბარათის თარგმნა
- ლაბორატორიული გამოკვლევების თარგმნა
- კონსულტაციის ბარათების თარგმნა
- სამედიცინო დასკვნების თარგმნა
- დიაგნოზების თარგმნა
- წამლების ინსტრუქციების თარგმნა და დამოწმება ნოტარიულად
- სამედიცინო სტატიების თარგმნა
- კვლევების თარგმნა
- ანალიზების თარგმნა
- ჯანმრთელობის მდგომაროების ცნობების (ე.წ. ფსიქო) თარგმნა
- სამედიცინო-ბიოლოგიური კვლევის შედეგების თარგმნა
დიდი მოცულობის ტექსტებსა და დოკუმენტაციაში, ტერმინოლოგიური და სტილისტური ერთიანობის მისაღწევად გამოიყენება SDL Trados Studio 2021-ის მთარგმნელობითი მეხსიერებები. თუ თქვენ გადაწყვიტეთ ისარგებლოთ ჩვენი სერვისით – სამედიცინო თარგმნა, გთხოვთ ფასის განსაზღვრისთვის, ჩვენს ელექტრონულ ფოსტაზე გადმოაგზავნოთ სათარგმნი მასალები/ტექსტები/დოკუმენტაცია.
ფასების განსაზღვრა ხდება ტექსტში არსებული სიმბოლოების ჯამური რაოდენობის მიხედვით. თქვენ ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენი მომსახურების ოფისს, ფასების და თარგმანის შესრულების ვადების დასადგენად, მისამართი შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ-გვერდზე, საკონტაქტო ინფორმაციის განყოფილებაში.
გამოგვიგზავნეთ თქვენი მასალები ჩვენს ელექტრონულ ფოსტაზე: info@delta.org.ge
დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: 032 2 83 03 63 :: +995 557 114 372 :: +995 598 46 40 46
თქვენ, ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენი მომსახურების ოფისს: თბილისი, თევდორე მღვდლის 23.
Google Map: https://goo.gl/maps/T6Dza5AAqcCXiArLA
გადაწყვიტეთ ისარგებლოთ ჩვენი სერვისით – ვებ-გვერდებისა და აპლიკაციების თარგმნა?
მომსახურების ზუსტი ღირებულების და ვადების დასადგენად:
მოითხოვე განფასება