სინქრონული თარგმნა
სინქრონული თარგმნა ქართულიდან უცხო ენაზე, უცხო ენიდან ქართულ ენაზე
სინქრონული თარგმნა ზეპირი თარგმნის ერთ-ერთი სახეა, რომელიც გულისხმობს თარგმნას დაუყონებლივ, პარალელურ რეჟიმში. იგი გულისხმობს მოსაუბრის, პრეზენტატორის, მომხსენებლის საუბრის გადმოცემას უცხო ენაზე რეალურ დროში, პარალელურ რეჟიმში. სინქრონულ რეჟიმში თარგმნა გულისხმობს მხოლოდ ნახევარი ფრაზით შესაძლო ჩამორჩენას გამომსვლელის მეტყველებასთან. აღნიშნული მეთოდით მომსახურება შესაძლებელია განხორციელდეს როგორც სპეციალური ტექნიკური აპარატურის გამოყენებით, ასევე მის გარეშე (ე.წ. ჩურჩულით თარგმნა).
დელტას მთარგმნელობითი ჯგუფი გთავაზობთ სინქრონული თარგმანის მომსახურებას, სინქრონული თარგმნის აპარატურით შემდეგი ენებისათვის:
- ინგლისური
- რუსული
- ფრანგული
ასევე სინქრონული თარგმნის აპარატურით უზრუნველყოფას:
- ცენტრალური მართვის პულტი
- ტრანსმიტერი
- თარჯიმნის ჯიხური
- მიკროფონი
- თარჯიმნის პულტი
- ინფრაწითელი მიმღები
- ყურსასმენი
- რადიო მიკროფონი
- მიქშერი
- დინამიკები
- საპრეზენტაციო ელექტრონული მონიტორი
- აპარატურის ინსტალაცია და ტექნიკური მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით
სინქრონული სათარჯიმნო მომსახურების უზრუნველყოფისთვის საჭირო აპარატურა, რომელსაც გთავაზობთ ჰოლანდიური წარმოებისაა და აკმაყოფილებს საერთაშორისო და ევროკავშირის სტანდარტებს. ხმოვანი ბგერის ინფრაწითელი მიმღები ყურსასმენები ე.წ. თეთრი ხმაურის გარეშე უზრუნველყოფენ ხმის გადაცემას მაღალი ხარისხით.
ასევე, სინქრონული და თანმიმდევრული მომსახურების გაწევა შესაძლებელია მოხდეს ზუმის (Zoom Interpretation Module), Microsoft Teams ან Google Meet პროგრამული პაკეტის გამოყენებით.
სინქრონული თარგმნის ზოგიერთი ასპექტი
სინქრონული თარგმნა ხელს უწყობს აუდიტორიის ყურადღების შენარჩუნებას, კონცენტრაციას და ადექვატურ რეაგირებას ორატორის გამოსვლაზე. აღნიშნული სამუშაო მოითხოვს დიდ ინტელექტუალურ და გონებრივ მობილიზებას და დაკავშირებულია სტრესთან. თარჯიმანი-სინქრონისტი მაღალი პროფესიონალია და აქვს მრავალწლიანი სპეციალური მომზადება. პროფესიონალ სინქრონისტს უწევს მუშაობა სხვადასხვა სფეროებში, ამიტომ მას უხდება შესაბამისი ტერმინების შესწავლა და საფუძვლიანი მომზადება.
სინქრონული თარგმნისათვის გამოყოფილია ცალკე სივრცე (თარჯიმნის ჯიხური) ხმის იდეალური იზოლაციით, რათა სინქრონისტის ხმამ არ ჩაახშოს ორატორის ხმა. მის განკარგულებაშია მიკროფონი და ყურსასმენი. სინქრონული მთარგმნელი ზოგჯერ მუშაობს ტექნიკური საშუალებების გამოყენების გარეშე, დიპლომატიურ შეხვედრებზე, ბიზნეს ლანჩებზე და ა.შ. რომლის შემთხვევაშიც სინქრონული თარგმნის პროცესი ხორციელდება ე.წ. ჩურჩულით (ჩურჩულით თარგმნა).
თარჯიმან- სიქრონისტისათვის სინქრონული თარგმნა მნიშვნელოვანი დატვირთვაა, რაც იწვევს სწრაფ დაღლას, ამიტომ საჭიროა თარჯიმნის შეცვლა. როგორც წესი, სინქრონისტები მუშაობენ 30-40 წუთის შუალედებით.
ინდივიდუალური მოთხოვნები სპეციალისტის მიმართ: თარჯიმან-სინქრონისტისთვის აუცილებელია კარგი მეხსიერება, მაღალი ლინგვისტური შესაძლებლობები, ყურადღების კონცენტრაცია და განაწილება, სწრაფი რეაქცია, ფიზიკური ამტანობა, კარგი სმენა, მხედველობა, გამართული დიქცია, სტრესთან გამკლავების უნარი.
პროფესიული უნარ-ჩვევები: თარჯიმან-სინქრონისტს უნდა ჰქონდეს განსაკუთრებული ფსიქო-ფიზიკური პარამეტრები. აუცილებელია იყოს მაღალი ინტელექტის პროფესიონალი, იგი სრულყოფილად უნდა ფლობდეს მშობლიურ და უცხო ენებს. თარჯიმან-სინქრონისტის განსაკუთრებულ თავისებურებას წარმოადგენს პარალელურად მოსმენისა და თარგმნის უნარი. დელტას მთარგმნელობით ჯგუფში სინქრონულ თარგმანს ახორციელებენ 10 წელზე მეტი გამოცდილების მქონე თანამშრომლები.
გამოგვიგზავნეთ თქვენი მოთხოვნა ჩვენს ელექტრონულ ფოსტაზე: info@delta.org.ge
დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: 032 2 83 03 63 :: +995 557 114 372 :: +995 598 46 40 46
თქვენ, ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენი მომსახურების ოფისს: თბილისი, თევდორე მღვდლის 23.
Google Map: https://goo.gl/maps/T6Dza5AAqcCXiArLA
გადაწყვიტეთ ისარგებლოთ ჩვენი სერვისით ?
მომსახურების ზუსტი ღირებულების და ვადების დასადგენად:
მოითხოვე განფასება