წესები და პირობები
წესები და პირობები
წინამდებარე ვებ-გვერდის გამოყენება რეგულირდება შპს დელტა დეველოპმენტ გრუპის (საიდენტიფიკაციო ნომერი: 412702446, მისამართი: თბილისი, თევდორე მღვდლის ქ. #23) მიერ დადგენილი წესებითა და პირობებით.
ტერმინები „დელტა", „ჩვენ" გულისხმობს შპს დელტა დეველოპმენტ გრუპს, ხოლო ტერმინი „თქვენ", „მომხმარებელი" გულისხმობს ინდივიდს, კომპანიას, ორგანიზაციულ წარმონაქმნს, რომელიც იყენებს ვებ-გვერდს www.delta.com.ge
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე წესებსა და პირობებს, რომელიც არეგულირებს თქვენ მიერ ვებ-გვერდის გამოყენების პირობებს. იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმებით წინამდებარე წესებსა და პირობებს, გთხოვთ, დატოვოთ ვებ-გვერდი.
ვებ-გვერდზე სტუმრობით, ან მასზე გამოქვეყნებული ინფორმაციის გამოყენებით, ადასტურებთ და სრულად ეთანხმებით მითითებულ ყველა დანაწესს, რომელიც შესაძლოა ცალმხრივად შეიცვალოს დელტას მიერ გარკვეული პერიოდულობით, რაც დაფიქსირდება მოცემულ ვებ-გვერდზე და მასზე თქვენი სტუმრობა ნიშნავს შესაბამის პირობებზე დათანხმებას.
ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაცია, უმეტეს შემთხვევაში, განკუთვნილია იმ პირებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მთარგმნელობითი მომსახურების მიღებით. შესაძლოა, ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაცია არ იყოს ხელმისაწვდომი მსოფლიოს ყველა გეოგრაფიულ არეალში, დელტას გადაწყვეტილების შესაბამისად.
ვებ-გვერდზე მითითებული კონკრეტული პროდუქტები/მომსახურება რეგულირდება მთარგმნელობითი მომსახურების ხელშეკრულებით.
ამასთან, გაცნობებთ რომ მითითებულ ნომრებზე დარეკვით თქვენ ეთანხმებით ზარებზე მონიტორინგის არსებობის პირობას, კერძოდ ყველა შემოსული ზარი იწერება აუდიო ფაილების სახით, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.
ინფორმაციის სიზუსტე
დელტა არ არის პასუხისმგებელი ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაციის შინაარსის სიზუსტეზე, მიუხედავად ჩვენი დიდი ძალისხმევისა მოგაწოდოთ უტყუარი ინფორმაცია. აღნიშნული არ წარმოადგენს დადასტურებას და გარანტიას, რომ ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაცია არის ზუსტი, უტყუარი და შესაფერისი მისი ნებისმიერი გამოყენებისთვის. ვებ-გვერდზე არსებული ნებისმიერი ინფორმაცია მითითებულია „როგორც არის" ("As Is") საწყისზე. დელტა არ არის პასუხისმგებელი ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის გამოყენებით დამდგარ ზიანზე. წინამდებარე დათქმა არ ეხება დელტას ვებ-გვერდზე განთავსებული ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილებს.
ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაცია არ წარმოადგენს დაპირებას მომსახურებაზე/პროდუქტზე ან რაიმე სახის სახელშეკრულებო ურთიერთობით დელტას შებოჭვის საფუძველს.
პასუხისმგებლობის შეზღუდვა
დელტა და მისი შესაბამისი თანამშრომლები არ არიან პასუხისმგებელნი დამდგარი შედეგისათვის, რომელიც მოიცავს პირდაპირ, არაპირდაპირ, სპეციალურ, შემთხვევით, მიზეზ-შედეგობრივ, არასახელშეკრულებო ზიანს, რაც გამოწვეულია ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაციის გამოყენებით.
ვებ-გვერდის გამოყენება
ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ მომხმარებლების პირადი გამოყენებისთვის. თქვენ ვალდებული ხართ, ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია, ასევე ვებ-გვერდის სტრუქტურა, გამოსახულება და დიაზინი არ გაავრცელოთ, არ გადასცეთ, არ მოახდინოთ მისი ასლების დამზადება ან/და რეპროდუცირება (მათ შორის სოციალურ მედიაში) კომერციული მიზნებისთვის, დელტას წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, რაც ჩვენს ერთპიროვნულ დისკრეციას წარმოადგენს. დელტას წინასწარი წერილობითი თანხმობა არ არის საჭირო, თუ ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაციის/შინაარსის გამოყენება ხდება დელტას წინასწარ განცხადებული თანხმობის შესაბამისად, ან ასეთი ინფორმაცია გამოიყენება პირადი მოხმარებისთვის, საგანმანათლებლო ან ინფორმაციული მიზნებისთვის.
ვებ-გვერდისა და სისტემის არაავტორიზებული გამოყენება (მათ შორის არარსებული დასახელებით და კოდით) აკრძალულია. იქ სადაც მოითხოვება რეგისტრაცია და პაროლის გამოყენება, თქვენ ვალდებული ხართ, კონფიდენციალურად შეინახოთ და არ დაუშვათ მესამე პირის მიერ ვებ-გვერდზე წვდომის შესაძლებლობა თქვენ მაგივრად.
შესაძლებელია, რომ ვებ-გვერდის რომელიმე კონკრეტული გვერდი შეიცავდეს წინამდებარე წესებისაგან და პირობებისაგან განსხვავებულ დანაწესებს. მათ შორის კოლიზიის არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება წინამდებარე დანაწესებს.
ვებ-გვერდის (მათ შორის ფორუმების) გამოყენებისას, აკრძალული გაქვთ უკანონო/თაღლითური ქმედება, ცილისმწამებლური, სიძულვილის ენით საუბარი, ან სხვა არასასურველი ინფორმაციის განთავსება, გავრცელება/ტრანსმისია, რაც შესაძლოა არღვევდეს მოქმედ კანონმდებლობას და რეგულაციას, ან ზიანს აყენებდეს დელტას საქმიან რეპუტაციას. ასევე გეკრძალებათ ვებ-გვერდისთვის ზიანის მიყენება ნებისმიერი სახის მავნე პროგრამის მეშვეობით („ტროას ცხენი," „ლოგიკური ბომბი" ან სხვა მსგავსი ქმედებების განხორციელება).
თქვენს ერთპიროვნულ რისკს წარმოადგენს ვებ-გვერდზე მოსახვედრად გამოყენებული ნებისმიერი პროგრამული მოდულის (სატელეფონო, კომპიუტერული და სხვა) გაუმართავობა.
იმ შემთხვევაში, თუ ვებ-გვერდზე წვდომა შეუძლებელი გახდება დელტას ტექნიკური შეფერხების, ან დელტასგან დამოუკიდებელი სხვა ნებისმიერი მიზეზით, დელტა არ არის პასუხისმგებელი დამდგარ შედეგზე.
ინტელექტუალური საკუთრება
ვებ-გვერდზე, მის შინაარსზე, სტრუქტურასა და დიზაინზე სრულად ვრცელდება დელტას საავტორო უფლება, თუ ეს კონკრეტულ ადგილზე სხვაგვარად არ არის მითითებული.
დელტას საავტორო (©) და სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლებები ვრცელდება წინამდებარე ვებ-გვერდსა და მასზე არსებულ მთელ შინაარსზე (პროდუქტებისა და მომსახურების ჩათვლით).
აკრძალულია წინამდებარე ვებ-გვერდზე მითითებული ნებისმიერი ინფორმაციის/შინაარსის, მათ შორის ლოგო, პიქტოგრამა, გრაფიკა, სურათი, გამოსახულება, პატენტი, მომსახურების/სასაქონლო ნიშნები, დიზაინი, დელტას მიერ შექმნილი ვიზუალური მედია და სხვა ინტელექტუალური საკუთრების (რეგისტრირებული, ან არარეგისტრირებული) უნებართვო გამოყენება, დამუშავება და გამოქვეყნება (მათ შორის სოციალურ მედიაში) დელტას წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. დელტას თანხმობა არ არის საჭირო, თუ წინამდებარე მონაცემების გამოყენება ხორციელდება არაკომერციული, პირადი მიზნებისთვის და იმ შემთხვევებში, როცა წინასწარ თანხმობას არ ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა, ან შესაბამისი საერთაშორისო რეგულაცია.
ინტელექტუალური საკუთრების ვებ-გვერდზე მითითება არ ნიშნავს მომხმარებლისათვის მის გამოყენებაზე ლიცენზიის მინიჭებას. ვებ-გვერდიდან მომხმარებლის მიერ ნებისმიერი ინფორმაციის კომერციული მიზნებისთვის გადმოწერა, ან ასლის დამზადება ჩაითვლება საქართველოს კანონმდებლობის დარღვევად.
წესებსა და პირობებში მითითებული არცერთი დანაწესი არ განიჭებთ უფლებას, ან ლიცენზიას წინამდებარე მუხლში ჩამოთვლილი დელტას ინტელექტუალური საკუთრების გამოყენებაზე.
იმ შემთხვევაში, თუ დელტას რომელიმე ვებ-გვერდი მომხმარებლებს ანიჭებს ჩატის, ინტერაქციისა, თუ დიალოგის/დისკუსიის გამართვის შესაძლებლობას, ვალდებულნი ხართ, წინამდებარე არხებში დააფიქსიროთ მხოლოდ ის ინფორმაცია, რომელზეც ფლობთ ინტელექტუალურ საკუთრებას, ან გაქვთ შესაბამისი პირის თანხმობა. ამასთან ერთად, დელტას ანიჭებთ უფლებას დაამუშაოს (მათ შორის, გამოაქვეყნოს) თქვენ მიერ დაფიქსირებული ინფორმაცია კანონიერი, საკომუნიკაციო/საინფორმაციო (მათ შორის, საგამოფენოდ, კონკურსში მონაწილეობისათვის) მიზნებისათვის.
დელტას ვებ-გვერდზე მითითებული კომპანიების სახელები, სასაქონლო ნიშნები, ლოგოები ეკუთვნის შესაბამის პირებს.
კონფიდენციალურობის დაცვა
დელტა უზრუნველყოფს მისთვის მიწოდებულ კონფიდენციალური ინფორმაციის მაქსიმალურ დაცულობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დელტა მომხმარებლის პერსონალურ ინფორმაციას ითხოვს საჭიროებიდან გამომდინარე, იმ მოცულობით, რაც საჭიროა ეფექტური მომსახურების გასაწევად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს ინფორმაცია დელტასგან მისი პერსონალური ინფორმაციის დამუშავების თაობაზე.
ვებ-გვერდის სტუმრობისას, თქვენ მიერ დატოვებული ნებისმიერი „ელექტრონული ნაკვალევი", შესაძლოა გამოყენებულ იქნას დელტასათვის დამახასიათებელი ტექნიკური ოპერაციების განსახორციელებლად, სტატისტიკის საწარმოებლად, ან საიტის ხარისხის გასაუმჯობესებლად.
წინამდებარე წესებსა და პირობებზე დათანხმებით, მომხმარებელი ადასტურებს, მასთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, დელტასათვის მინიჭებულ უფლებას, გაუგზავნოს მომხმარებელს შეტყობინება (მათ შორის, ელექტრონული ფორმით: მოკლე ტექსტური შეტყობინება, ელექტრონული ფოსტა) ვებ-გვერდზე მითითებული პროდუქტისა, თუ მომსახურების თაობაზე.
ვებ-გვერდზე მითითებული ბმულები
დელტა უფლებამოსილია ვებ-გვერდზე მიუთითოს ჰიპერბმულები, მესამე პირის მფლობელობაში არსებული ვებ-გვერდების ბმულები, თქვენივე ინფორმირებულობის უზრუნველსაყოფად.
მესამე პირის მფლობელობაში არსებული ბმულები და მათზე მითითებული ინფორმაცია, არ ექვემდებარება დელტას კონტროლს, ხოლო მათზე მოცემული პროდუქტებისა და შინაარსის სიზუსტე არ წარმოადგენს დელტას პასუხისმგებლობის საგანს. შესაბამისად, თქვენ ხართ პასუხისმგებელი მესამე პირების რესურსებზე/ვებ-გვერდზე არსებული წესებისა და პირობების გაცნობაზე.
ცვლილების განხორციელება
დელტა უფლებამოსილია ცვლილება შეიტანოს წინამდებარე წესებსა და პირობებში მომხმარებელთათვის წინასწარი შეტყობინების გარეშე.
მომხმარებელი პასუხისმგებელია რეგულარულად გაეცნოს წინამდებარე წესებსა და პირობებს. თქვენ მიერ ვებ-გვერდზე სტუმრობა/მითითებული ინფორმაციის გამოყენება ავტომატურად ნიშნავს თქვენს დათანხმებას წინამდებარე წესებისა და პირობების მოთხოვნებზე.
მარეგულირებელი სამართალი და იურისდიქცია
წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
დავის წარმოშობის შემთხვევაში, საქმეს განიხილავს საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
წინამდებარე დანაწესების კონკრეტული ჩანაწერის ბათილობა არ იწვევს წესებისა და პირობების სხვა დათქმების ბათილობას.
საკონტაქტო ინფორმაცია
ნებისმიერი კითხვის არსებობის შემთხვევაში, რაც უკავშირდება წინამდებარე წესებსა და პირობებს და ვებ-გვერდზე მითითებულ ინფორმაციას, გთხოვთ, მოგვმართოთ წერილობითი სახით მისამართზე: თბილისი, თევდორე მღვდლის #23 ან მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით: info@delta.com.ge
Google Maps
ჩვენი ვებსაიტი იყენებს Google Maps-ს ჩვენი მდებარეობის საჩვენებლად და მითითებების მისაცემად. ეს არის Google Ireland Limited- ის, Gordon House- ის, Barrow Street- ის, Dublin 4- ის, ირლანდიის (შემდგომში Google- ის) მიერ მოწოდებული მომსახურება.
მონაცემთა დაცვის პოლიტიკის თაობაზე დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს:
https://www.privacyshield.gov/participant?id=a2zt000000001L5AAI&status=Active
YouTube
ჩვენ ვიყენებთ YouTube-ს ჩვენს ვებგვერდზე. ეს არის ვიდეო პორტალი, რომელსაც მართავს YouTube LLC, 901 Cherry Ave, 94066 San Bruno, CA, აშშ, შემდგომში მოხსენიებული როგორც "YouTube".
YouTube არის Google Ireland Limited– ის, Gordon House– ის, Barrow Street– ის, დუბლინის 4-ის, ირლანდიის შვილობილ კომპანია, შემდგომში მოხსენიებული, როგორც „Google“.
მონაცემთა დაცვის პოლიტიკის თაობაზე დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს:
https://www.privacyshield.gov/participant?id=a2zt000000001L5AAI&status=Active
YouTube- ს ვიყენებთ მისი კონფიდენციალურობის მოწინავე რეჟიმში, ვიდეოების საჩვენებლად. ჩვენი კანონიერი ინტერესი მდგომარეობს ჩვენი ვებ–გვერდის ხარისხის გაუმჯობესებაში. YouTube-ის მიდგომის მიხედვით, კონფიდენციალურობის მოწინავე რეჟიმი ნიშნავს, რომ ქვემოთ მითითებული მონაცემები YouTube სერვერზე გადაეცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვიდეოს ნახვის რეჟიმს ჩართავთ.
დამატებითი ინფორმაცია მონაცემთა შეგროვებისა და გამოყენების შესახებ, აგრეთვე თქვენი უფლებები და დაცვის პარამეტრები Google- ის კონფიდენციალურობის პოლიტიკაში, შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე:
https://policies.google.com/privacy