ლექსიკონები
ჩვენს კომპანიაში უწყვეტად მიმდინარეობს დარგობრივი ლექსიკონების დამუშავებისა და გაციფრების პროცესი. ბოლო 4 წლის მანძილზე მიმდინარეობდა მუშაობა ინგლისურ-ქართულ და ქართულ ინგლისურ ლექსიკონზე. პრაქტიკული საჭიროებიდან გამომდინარე განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ ტექნიკური ტერმინოლოგიის დამუშავებას (ენერგეტიკა, არქიტექტურა, მშენებლობა).
ინგლისურ-ქართული და ქართული ინგლისური ლექსიკონის ონლაინ ვერსია:
ჩვენს მიერ დამუშავებული ინგლისურ - ქართული ლექსიკონი მოიცავს 200 000-მდე სიტყვასა და გამოთქმას, ხოლო ქართულ ინგლისური ნაწილი კი აერთიანებს 70 000-მდე სიტყვას.
ინგლისურ-ქართული ლექსიკონით შეგიძლიათ ისარგებლოთ შემდეგ მისამართზე:
www.iword.ge
თარგმნის ლექსიკონი:
იურიდიული ტერმინთა ლექსიკონი:
არქიტექტურის ტერმინთა ქართულ ინგლისური ლექსიკონი
სხვა ლექსიკონები იხილეთ განყოფილებაში: ონლაინ ბიბლიოთეკა
გასულ საუკუნეში, ასევე საქართველოში გამოიცა ასამდე დარგობრივი თარგმნითი ლექსიკონები:
1. სასოფლო-სამეურნეო ტერმინოლოგია I მემცენარეობა, შედგენილი ალ. მაყაშვილის მიერ, საქ. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, ტფილისი, 1938 წ.
2. სასოფლო-სამეურნეო ტერმინოლოგია II ენტომოლოგია, შედგენილი ლ. კალანდაძისა და ვ. ბაქრაძის მიერ, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის საქ. ფილიალის გამომცემლობა, ტფილისი, 1938 წ.
3. სტეფანე მენთეშაშვილი, ქიზიყური ლექსიკონი, საქ. მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1943 წ.
4. მათემატიკური ტერმინები, ვ. ბერიძის რედაქციით, მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1944 წ.
5. ეკონომიკის ტერმინოლოგია (რუსულ-ქართული და ქართულ-რუსული), შედგენილი პ. გუგუშვილისა და პ. კუჭაიძის მიერ. კ. თარგამაძის რედაქციითა და ვ. ბერიძის წინასიტყვაობით, „ტექნიკა და შრომა“, თბილისი, 1947 წ.
6. რადიოტექნიკის ტერმინოლოგია, შედგენილი დ. ხმიადაშვილის მიერ, ვ. ბერიძის რედაქციით, საქ. სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1947 წ.
7. სამედიცინო ტერმინოლოგია I (რუსულ-ქართული-ლათინური), შედგენილი ზ. მაისურაძის მიერ, ვ. ბერიძის რედაქციით, „საქმედგამი“, თბილისი, 1947 წ.
8. ვ. თოფურია, ივ. გიგინეიშვილი, ორთოგრაფიული ლექსიკონი, სახელმწიფო გამომცემლობა, თბილისი, 1949 წ.
9. მეტალურგიის ტერმინოლოგია (საცდელი გამოშვება), რ. აგლაძისა, ვ. ბერიძისა და ნ. ქაშაკაშვილის რედაქციით, საქ. სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1949 წ.
10. აღრიცხვისა და სტატისტიკის ტერმინოლოგია, შემდგენელი ლ. კარბელაშვილი; რედაქტორი ვ. ბერიძე, „ტექნიკა და შრომა“, თბილისი, 1950 წ.
11. ნიადაგმცოდნეობის ტერმინოლოგია, შედგენილი ი. ბარათაშვილის მიერ, ვ. ბერიძის რედაქციით, საქ. სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1950 წ.
12. ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, I-VIII, არნ. ჩიქობავას რედაქტორობით, საქ. მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1950–1964 წწ.
13. არ. მარტიროსოვი, გრ. იმნაიშვილი, ქართული ენის კახური დიალექტი, გამოკვლევა და ტექსტები ლექსიკონითურთ, მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1956 წ.
14. რუსულ-ქართული ლექსიკონი I, სარედაქციო კოლეგია, საქ. სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1956 წ.
15. რუსულ-ქართული ლექსიკონი II, სარედაქციო კოლეგია, საქ. სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1958 წ.
16. სააღრიცხვო-სტატისტიკური ტერმინოლოგია (რუსულ-ქართული, ქართულ-რუსული), შემდგენელი ლ. კარბელაშვილი, ვ. ბერიძისა და რ. ღამბაშიძის რედაქციით, „საბჭ. საქართველო“, თბილისი, 1958 წ.
17. რუსულ-ქართული ლექსიკონი III, სარედაქციო კოლეგია, საქ. სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1959 წ.
18. სოფლის მეურნეობის ტერმინები, ავტორთა რედაქციით, საქ. მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1959 წ.
19. ტექნიკური ტერმინოლოგია (ქართულ–რუსული), ავტორთა რედაქციით, საქ. მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1960 წ.
20. ფიზიკის ტერმინოლოგია (რუსულ-ქართული ნაწილი), ა. გაჩეჩილაძისა და რ. ღამბაშიძის რედაქციით, საქ. სსრ. მეცნირებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1960 წ.
21. ბოტანიკური ლექსიკონი, ა. მაყაშვილი (მცენარეთა სახელწოდებანი), „საბჭ. საქართველო“, თბილისი, 1961 წ.
22. სოფლის მეურნეობის მექანიზაციის ტერმინოლოგია, შემდგენელი ვ. ომიაძე, რედაქტორები რ. დვალი და რ. ღამბაშიძე, „ცოდნა“, თბილისი, 1962 წ.
23. იურიდიულ ტერმინთა ლექსიკონი (რუსულ-ქართული ნაწილი), შეადგინეს გ. ჟვანიამ, დ. ფურცელაძემ, პ. ქავთარაძემ, თ. წერეთელმა, საქ. სსრ. მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1963 წ.
24. უცხო სიტყვათა ლექსიკონი, შეადგინა მ. ჭაბაშვილმა, „ნაკადული“, თბილისი, 1964 წ.
25. ელექტროწევის ტერმინოლოგია, შემდგენელი გ. სამხარაძე, ლ. აბელაშვილისა და რ. ღამბაშიძის რედაქციით, საქ. სსრ. მეცნირებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1965 წ.
26. სულხან-საბა ორბელიანი, ლექსიკონი ქართული, თხზულებანი ოთხ ტომად, „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1965-1966 წწ.
27. რადიოელექტრონიკის ტერმინები (რუსულ-ქართული და ქართულ-რუსული), ავტორთა რედაქციით, „მეცნიერება“, თბილისი, 1966 წ.
28. ჰიდროტექნიკური ტერმინოლოგია, (რუსულ-ქართული და ქართულ-რუსული ნაწილები), შემდგენელი ნ. ჩაჩანიძე, „საბჭ. საქართველო“, თბილისი, 1966 წ.
29. ინვერსიული ლექსიკონი, რედაქტორები ბ. ფოჩხუა, მ. ჭაბაშვილი, „მეცნიერება“, თბილისი, 1967 წ.
30. გეოგრაფიის ტერმინოლოგია (რუსულ-ქართული და ქართულ-რუსული), შეადგინა დ. უკლებამ, გ. დონდუასა და რ. ღამბაშიძის რედაქციით, „მეცნიერება“, თბილისი, 1967 წ.
31. ვ. თოფურია, ივ. გიგინეიშვილი, ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონი, „განათლება“, 1968 წ.
32. სატყეო-ტექნიკური ტერმინოლოგია (რუსულ-ქართული და ქართულ-რუსული ნაწილი), შემდგენელი რ. ახვლედიანი, ავტორთა რედაქციით, „საბჭ. საქართველო“, თბილისი, 1968 წ.
33. ქიმიის ტერმინოლოგია (რუსულ-ქართული), შემდგენლები რ. ნიკოლაძე და დ. გვარამაძე; რ. ნიკოლაძისა და რ. ღამბაშიძის რედაქციით, „მეცნიერება“,თბილისი, 1970 წ.
34. ნიადაგმცოდნეობის ტერმინოლოგია (რუსულ-ქართული, ქართულ-რუსული), შეადგინა თ. ჩხეიძემ, რედაქტორები: რ. ღამბაშიძე, თ. ურუშაძე, „მეცნიერება“, თბილისი, 1970 წ.
35. სამრეწველო საწარმოს ორგ. და დაგ. ტერმინოლოგია (რუსულ-ქართული და ქართულ-რუსული), შეადგინა კ. გაბუნიამ, „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1971 წ.
36. „ვეფხისტყაოსნის“ სიმფონია-ლექსიკონი, რედაქტორები მ. ჭაბაშვილი, ალ. ჭინჭარაული, „მეცნიერება“, თბილისი, 1973 წ.
37. მ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია (რუსულ-ქართულ-ლათინური; ქართულ-რუსულ-ლათინური და ლათინურ-ქართული), მასალები, „მეცნიერება“, თბილისი, 1973 წ.
38. ლატავრა გელენიძე, ადამიანთა ანატომია-ფიზიოლოგიასთან დაკავშირებული ლექსიკა ძველ ქართულში, „მეცნიერება“, თბილისი, 1974 წ.
39. ტექნიკური ტერმინოლოგია (რუსულ-ქართული ნაწილი), რ. დვალისა და რ. ღამბაშიძის რედაქციით, „მეცნიერება“, თბილისი, 1977 წ.
40. მართვის ავტომატიზირებული სისტემების ტერმინოლოგია, შემდგენლები: ვ. ახალაძე, თ. ებანოიძე, ე. ენდელაძე, გ. კასრაძე, კ. ცხაკაია, დ. კვესელავასა და რ. ღამბაშიძის რედაქციით, „მეცნიერება“, თბილისი, 1977 წ.
41. ლ. ასათიანი, ვაზის კულტურასთან დაკავშირებული ლექსიკა ქართულში, „მეცნიერება“, თბილისი, 1978 წ.
42. ნ. როსტიაშვილი, ინგილოური ლექსიკონი, რედაქტორი არ. მარტიროსოვი, „მეცნიერება“, თბილისი, 1978 წ.
43. გ. ბედოშვილი, ერწო–თიანეთის ტოპონიმია, „მეცნიერება“, თბილისი, 1980 წ.
44. რადიოელეტრონიკის ტერმინოლოგია (რუსულ-ქართული და ქართულ-რუსული), შეადგინა დ. ხმიადაშვილმა, რ. ღამბაშიძისა და შ. ბებიაშვილის რედაქციით, „მეცნიერება“, თბილისი, 1981 წ.
45. ქართლური დიალექტის ლექსიკონი (მასალები), შემდგენლები თ. ბეროზაშვილი, მ. მესხიშვილი, ლ. ნოზაძე, რედაქტორი მ. ჭაბაშვილი, „მეცნიერება“, თბილისი, 1981 წ.
46. ტექნიკური ტერმინოლოგია (ქართულ-რუსული ნაწილი), რ. დვალისა და რ. ღამბაშიძის რედაქციით, „მეცნიერება“, თბილისი, 1982 წ.
47. დ. ქადაგიძე, ნ. ქადაგიძე, წოვა-თუშურ-ქართულ-რუსული ლექსიკონი, არნ. ჩიქობავას რედაქციით, „მეცნიერება“, თბილისი, 1984 წ.
48. არ. მარტიროსოვი, ქართული ენის ჯავახური დიალექტი, გამოკვლევა და ტექსტები ლექსიკონითურთ, „მეცნიერება“, თბილისი, 1984 წ.
49. ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი (ერთტომეული), მთ. რედაქტორი არნ. ჩიქობავა, რედაქტორი მ. ჭაბაშვილი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის გამომცემლობა, თბილისი, 1986 წ.
50. საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი (მასალები), ავტორთა რედაქციით, თბილისი, 1987 წ.
51. თანამედროვე ქართული ენის იდეოგრაფიული ლექსიკონი, ბ. ფოჩხუა, „მეცნიერება“, თბილისი, 1987 წ.
52. ალ. კობახიძე, რაჭული დიალექტის ლექსიკონი, „მეცნიერება“, თბილისი, 1987 წ.
53. პედაგოგიკის ტერმინოლოგია (რუსულ-ქართული და ქართულ-რუსული), შემდგენლები მ. დარჩია, ა. მიშველაძე, გ. შალამბერიძე, რედაქტორები: ო. ქინქლაძე და რ. ღამბაშიძე, „განათლება“, თბილისი, 1987 წ.
54. მასალები საენათმეცნიერო ტერმინთა ლექსიკონისათვის I გიორგი ახვლედიანი, შეადგინა მ. ოსაძემ, „მერიდიანი“, თბილისი, 1987 წ.
55. სამხედრო ტერმინოლოგია (რუსულ-ქართული, ქართულ-რუსული), შემდგენელი ივ. შაიშმელაშვილი, რედაქტორი რ. ღამბაშიძე, „განათლება“, თბილისი, 1987 წ.
56. საბჭოთა კავშირის გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, სარედაქციო კოლეგია, თბილისი, 1987 წ.
57. ბ. ჯორბენაძე, მ. კობაიძე, მ. ბერიძე, ქართული ენის მორფემებისა და მოდალური ელემენტების ლექსიკონი, „მეცნიერება“, თბილისი, 1988 წ.
58. გეოფიზიკის ტერმინოლოგია (რუსულ-ქართული და ქართულ-რუსული), ი. ცუცქირიძისა და რ. ღამბაშიძის რედაქციით, „მეცნიერება“, თბილისი, 1988 წ.
59. საქ. სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, სარედაქციო საბჭო, რედაქტორები ალ. კობახიძე, მ. ჭაბაშვილი, თბილისი, 1989 წ.
60. გ. გოგოლაშვილი, ც. კვანტალიანი, დ. შენგელია, ქართული ენის ზმნური ფუძეების ლექსიკონი, „მეცნიერება“, თბილისი, 1989 წ.
61. უცხოურ პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, რედაქტორები: ა. კობახიძე, მ. ჭაბაშვილი, „მეცნიერება“, თბილისი, 1989 წ.
62. ქართულ-რუსული ლექსიკონი, მეორე გადამუშავებული და შევსებული გამოცემა, შეადგინეს: გ. ახვლედიანმა და ვ. თოფურიამ, რედაქტორი ა. კობახიძე, „განათლება“, თბილისი, 1990 წ.
63. ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, ნაკვეთი I ა – ლ, მთ. რედაქტორი არნ. ჩიქობავა, რედაქტორი მ. ჭაბაშვილი, თბილისი, 1990 წ.
64. ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, ნაკვეთი II მ – ჰ, მთ. რედაქტორი არნ. ჩიქობავა, რედაქტორი მ. ჭაბაშვილი, თბილისი, 1990 წ.
65. გ. გოგოლაშვილი, ც. კვანტალიანი, დ. შენგელია, ქართული ენის სახელზმნური ფუძეების ლექსიკონი, „მეცნიერება“, თბილისი, 1991 წ.
66. ნავთობის მრეწველობის ტერმინები, შემდგენლები რ. თვარაძე, გ. ლილუაშვილი, რედაქტორები რ. თვარაძე, რ. ღამბაშიძე, „საქართველო“, თბილისი, 1991 წ.
67. ტექტონიკური ტერმინოლოგია (რუსულ-ქართული და ქართულ-რუსული ნაწილი), შემდგენელი მ. ჯაფარიძე, ე. გამყრელიძისა და რ. ღამბაშიძის რედაქციით, „მეცნიერება“, თბილისი, 1992 წ.
68. მეტალურგიის ტერმინოლოგიური ლექსიკონი, ქართულ-რუსულ-ინგლისურ- გერმანულ-ფრანგული, შემდგენელი ო. შურაძე, „მეცნიერება“, თბილისი, 1999 წ.
69. ვ. თოფურია, მ. ქალდანი, სვანური ლექსიკონი, სარედაქციო კოლეგია, „ქართული ენა“, თბილისი, 2000 წ.
70. ინგლისურ-რუსულ-ქართული საავიაციო ტერმინოლოგიის განმარტებითი ლექსიკონი, შემდგენლები: ს. ტეფნაძე, ა. ბეთანელი, პ. თორდია, რ. ებრალიძე, ვ. მეტრეველი, ლ. გელაშვილი, თბილისი, 2002 წ.
71. გ. ცოცანიძე, თუშური ლექსიკონი, რედაქტორები: ლ. ნოზაძე, მ. მესხიშვილი, „ქართული ენა“, თბილისი, 2002 წ.
72. ვაჭრობის ეკონომიკისა და საქონელმცოდნეობის ტერმინოლოგია, (რუსულ-ქართული ნაწილი), გ. ნადირაშვილისა და რ. კრიჭინაშვილის რედაქციით, „განათლება“, თბილისი, 2003 წ.
73. რ. ფარეულიძე, ჩეჩნურ-ქართული ლექსიკონი, რედაქტორები ლ. სანიკიძე, თ. გვანცელაძე, ვ. შენგელია, „ქართული ენა“, თბილისი, 2003 წ.
74. თ. გვანცელაძე, აფხაზური და ქართული ენის შემსწავლელთათვის, ტ. I, ქართული ენის გრამატიკული მიმოხილვა, ქართულ-აფხაზური ლექსიკონი, რედაქტორი ქ. ლომთათიძე, „ქართული ენა“, თბილისი, 2003 წ.
75. თ. გვანცელაძე, აფხაზური და ქართული ენის შემსწავლელთათვის, ტ. II, ქართული ენის გრამატიკული მიმოხილვა, ქართულ-აფხაზური ლექსიკონი (აფხაზურ ენაზე), რედაქტორი ქ. ლომთათიძე, „ქართული ენა“, „ინტელექტი“, თბილისი, 2003 წ.
76. მ. ჩუხუა, ქართველურ ენა-კილოთა შედარებითი ლექსიკონი, „უნივერსალი“, თბილისი, 2003 წ.
77. ალ. ჭინჭარაული, ხევსურული ლექსიკონი, რედაქტორი ა. არაბული, „ქართული ენა“, თბილისი, 2005 წ.
78. მ. მესხიშვილი, ქართლური ლექსიკონი (მასალები), რედაქტორი ალ. ჭინჭარაული, „უნივერსალი“, თბილისი, 2006 წ.
79. გრ. იმნაიშვილი, გურული დიალექტი, რედაქტორები: თ. უთურგაიძე, ლ. კვანტალიანი, „უნივერსალი“, თბილისი, 2006 წ.
80. მ. ჩუხუა, იბერიულ-იჩქერიულ ენათა შედარებითი გრამატიკა, რედაქტორი ქ. ლომთათიძე, „უნივერსალი“, თბილისი, 2008 წ.
81. თ. ბეროზაშვილი, ქართული ენის სასკოლო განმარტებითი ლექსიკონი, ა. არაბული, „დიოგენე“, თბილისი, 2008 წ.
82. ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, ახალი რედაქცია, ა. არაბული, „მერიდიანი“, თბილისი, 2008 წ.
83. არნ. ჩიქობავა, შრომები IV (ჭანურ-მეგრულ-ქართული შედარებითი ლექსიკონი), რედაქტორი ვ. შენგელია, „მერიდიანი“, თბილისი, 2008 წ.
84. არაორგანული მასალათმცოდნეობისა და მეტალურგიის ტერმინთა ლექსიკონი, ქართულ-რუსულ-ინგლისური (ძირითადი ტერმინები), შემდგენელი ო. შურაძე, თბილისი, 2008 წ.
85. ჟ. დიუმეზილი, ლაზური ზღაპრები და გადმოცემები, შემდგენელი მ. ბუკია, რედაქტორი მ. ჩუხუა, „მერიდიანი“, თბილისი, 2009 წ.
86. ჟურნალისტის ორთოგრაფიულ-სტილისტური ლექსიკონი I, შემდგენლები: შ. აფრიდონიძე, თ. ვაშაკიძე, ვ. მაღრაძე, თ. ტეტელოშვილი, თ. ღვინაძე, ნ. ჯორბენაძე, მთ. რედაქტორი თ. ვაშაკიძე, „უნივერსალი“, თბილისი, 2009 წ.
87.გ. გვანცელაძე, ადამიანი და ცხოველები (ცხოველებთან დაკავშირებული ლექსიკის პრაგმატული ლექსიკონი), რედაქტორი გ. კვარაცხელია, „უნივერსალი“, თბილისი, 2009 წ.
88. ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, ახალი რედაქცია, ტ. II, რედაქტორები: ა. არაბული, ლ. ბინიაშვილი, მ. კელენჯერიძე, „მერიდიანი“, თბილისი, 2010 წ.
89. გ. ახვლედიანი, მასალები საენათმეცნიერო ტერმინთა ლექსიკონისათვის (PDF), შემდგენელი მ. ოსაძე, რედაქტორი მ. ქურდიანი, „მერიდიანი“, თბილისი, 2010 წ.
90. სასკოლო-ორთოგრაფიული ლექსიკონი, შემდგენლები: შ. აფრიდონიძე, ი. გაგუა, თ. ვაშაკიძე, ვ. მაღრაძე, თ. ტეტელოშვილი, თ. ღვინაძე, ნ. ჯორბენაძე, რედაქტორები: თ. ვაშაკიძე, შ. აფრიდონიძე, თ. ღვინაძე, „მერიდიანი“, თბილისი, 2011 წ.
91. ი. ასათიანი, ლაზური ლექსიკონი, მთ. რედაქტორი არნ. ჩიქობავა, რედაქტორები მ. ჩუხუა, ლ. ეზუგბაია, „არტანუჯი“, თბილისი, 2012 წ.
92. მოსწავლის ორთოგრაფიულ-სტილისტიკური ლექსიკონი, მთ. რედაქტორი თ. ვაშაკიძე, შემდგენლები: ა. არაბული, შ. აფრიდონიძე, თ. ბურჭულაძე, ი. გაგუა, ლ. დათაშვილი, თ. ვაშაკიძე, ვ. მაღრაძე, თ. ტეტელოშვილი, თ. ღვინაძე, ნ. ჯორბენაძე, „მერიდიანი“, თბილისი, 2012 წ.
93. ქართულ-რუსული ლექსიკონი, მთ. რედაქტორი ალ. კობახიძე, რედაქტორი მ. მრევლიშვილი, თსუ გამომცემლობა, თბილისი, 2013 წ.
ლექსიკოგრაფია და მთარგმნელობითი საქმიანობა
თარგმანის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფისათვის მნიშვნელოვანია შესაბამისი დარგობრივი და სპეციალიზებული ლექსიკონების გამოყენება, ენაში მიმდინარე პროცესების ანალიზი. დელტას მთარგმნელობით ჯგუფში აღნიშნულს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა.
დელტას მთარგმნელობით ჯგუფში ლექსიკონების შედგენის წყაროს წარმოადგენს, როგორც უკვე გამოცემული აკადემიური ლექსიკონები, ასევე უშუალოდ მთარგმნელობითი პრაქტიკიდან აღებული ფრაზები და ტერმინები, რომლებიც ბოლო წლების მანძილზე მაღალი სიხშირით შეგვხვდა რიგი კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციებისთვის შესრულებულ თარგმანებში. რიგი ტერმინებისა, რომელიც უშუალო პრაქტიკიდანაა აღებული და არ იძებნება აკადემიურ ლექსიკონებში და ეს უკანასკნელი თარგმნის ხელოვნებისა და ტერმინის კონტექსტური მნიშვნელობის დადგენის პროცესის შედეგია. ჩვენი ლექსიკოგრაფიული საქმიანობის მოტივაციაც სწორედ ეს არის, წარმოვადგინოთ ის ტერმინები, რომლებიც შედარებით გვიან ხვდება აკადემიურ ლექსიკონებში, შედარებით გვიან იღებს ტერმინის სრულფასოვან აღიარებას, ნორმატიულ სტატუსს. აღნიშნული განსაკუთრებით მწვავე იმ ერების შემთხვევაშია, სადაც ლექსიკოგრაფიული საქმიანობა ნაკლებადაა აღიარებული, როგორც სამეცნიერო საქმიანობის მიმართულება, შესაბამისად დაბალია აღნიშნული საქმიანობის მიმართ მხარდაჭერაც.
თანამედროვე ლექსიკოგრაფიის მოწინავე მიდგომა გულისხმობს ტერმინების დაჯგუფებას მათი გამოყენების სიხშირის მიხედვით, მიაწოდოს რა მკითხველს პირველ რიგში გამოყენების ყველაზე მაღალი სიხშირის მქონე ტერმინები, რაც თავის მხრივ ენის თანამედროვე კორპუსის ანალიზს ეყრდნობა. ჩვენი მთარგმნელობითი პრაქტიკა კი ამ მიდგომას ბუნებრივად ასახავს, გვაქვს რა შეხება ყველაზე მოთხოვნად ტექსტებთან, წარმოიშვა რა დამკვეთების მხრიდან მათი თარგმანის საჭიროება.