ტექნიკური თარგმნა
ტექნიკური და საინჟინრო თარგმანი
მთარგმნელობითი კომპანია „Delta Translation Group“-ი გთავაზობთ საინჟინრო პროექტების ქართულიდან ინგლისურად და ინგლისურიდან ქართულად თარგმანს:
- განმარტებითი ბარათები
- არქიტექტურული ნაწილი
- კონსტრუქციული ნაწილი
- ზოგადი და დეტალური სპეციფიკაციები
- გეგმარება
- გეოლოგია
- განსახლების გეგმა
- გარემოს დაცვითი გეგმები
- ხარჯთაღრიცხვა და მოცულობათა უწყისები
- ტექნიკური და ეკონომიკური დასაბუთების ნაწილი და სხვა
მასალის მოწოდება ხდება თქვენთვის მოსახერხებელი, ელექტრონული ფორმით. ნახაზებისა და გეგმების მოწოდება ავტოკადის ან არჩიკადის ფორმატში (DWG, PLN), ხარჯთაღრიცხვის - Excel ფორმატში, რათა ინგლისური თარგმანი სრულად გამოყენებადი იყოს წყარო ფაილთან მიმართებაში.
ტექნიკური თარგმანის თავისებურებები
მთარგმნელის მიერ ტექნიკური ტექსტის თარგმანი, რომელსაც ერთი შეხედვით მარტივია სიტყვების მხატვრული გაფორმების საჭიროების არარსებობის გამო, გაცილებით დიდ დახელოვნებას მოითხოვს. თარგმანმა სწორად უნდა გადმოსცეს ავტორის აზრი და შეძლებისდაგვარად შეინარჩუნოს მისი სტილის თავისებურებანი. თუმცა იმისათვის, რომ სწორად გაიგოს სათარგმნი ტექსტი, მთარგმნელმა აუცილებლად კარგად უნდა ესმოდეს მოცემული ინფორმაცია (ტექსტში აღწერილი საგანი) და მასთან დაკავშირებული უცხოენოვანი ტერმინოლოგია.
ტექნიკური სტილის მთავარი დამახასიათებელი ნიშნებია გადმოცემის ზუსტი სიცხადე, ნათლად განსაზღვრული წინადადებები, ფორმის ლაკონურობა. თარგმანის შესრულებისას მთარგმნელმა სავსედ და ზუსტად უნდა გადმოსცეს ავტორის აზრი, მისცეს მას მისაღები ტექნიკური სტილი, რომელიც სათარგმნ ენაზე უფრო მისაღები იქნება დაინტერესებული პირებისათვის.
ტექნიკური თარგმანის ძირითადი თავისებურება იმაში ვლინდება, რომ მთარგმნელმა არა მხოლოდ უნდა იცოდეს კონკრეტული ტექნიკური სფეროს ყველა ტერმინი და ესმოდეს ნაშრომის არსი, არამედ უნდა ითვალისწინებდეს ყველა ნიუანსს, რასაც შეიცავს ტექსტი. ამიტომ მთარგმნელი უნდა იყოს მაღალკვალიფიცირებული, მრავალმხრივი სპეციალისტი. ყველა სამეცნიერო-ტექნიკურ დოკუმენტს გააჩნია მთავარი ნიშან-თვისებები. ეს არის გადმოცემის ზუსტი და ლაკონური ხასიათი, ტექნიკური ტერმინოლოგიის მკაცრი შენარჩუნება, ინფორმაციის ცხადი, ლოგიკური თანამიმდევრობა, ფაქტების განმარტების ერთ მნიშვნელოვნება და კონკრეტულობა.
დელტას მთარგმნელობით ჯგუფში ტექნიკურ თარგმანს შესაბამისი განათლებისა და არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილების სპეციალისტები ახორცილებენ, ხოლო რედაქტირებას არა ნაკლებ 7 წლიანი გამოცდილების სპეციალისტი, რომელიც ასევე თავისუფლად ფლობს შემდეგ პროგრამებს: InDesign, Corel Draw, ArchiCAD.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ინგლისურ ქართული არქიტექტურულ ტერმინთა ლექსიკონი:
არქიტექტურის ტერმინთა ქართულ ინგლისური ლექსიკონი
ტექნიკური თარგმანი დელტას მთარგმნელობით ჯგუფში:
https://www.youtube.com/watch?v=g9Vw0yb1Vyc
მოითხოვე განფასება