თარგმნა და ნოტარიული დამოწმება
თარგმნილი დოკუმენტის ნოტარიული დამოწმება
თარგმანის ნოტარიული დამოწმება გულისხმობს თარგმნილ დოკუმენტზე, მის სისწორესა და შინაარსობრივ შესაბამისობაზე სრული სამართლებრივი პასუხისმგებლობის აღებას. თარგმნილ დოკუმენტს ხელს აწერს როგორც უშუალოდ ჩვენი თანამშრომელი, ასევე ხდება ჩვენი ბეჭდის განთავსება.
- ნოტარიული დამოწმება
- დამკვეთის მოთხოვნისამებრ, კომპანია უზრუნველყოფს ნათარგმნი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებას და ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტის ელექტრონულ რეესტრში რეგისტრაციას, ნოტარიული დამოწმების ღირებულებას არ მოიცავს თარგმანის შესრულების ღირებულება, შესაბამისად აღნიშნული საზღაური ემატება, თარგმნის ღირებულებას და ჯამური თანხა ინვოისის სახით მიეწოდება დამკვეთს.
- დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმების ღირებულება
- ერთი გვერდის ნოტარიულად დამოწმების ღირებულება გახლავთ 2 ლარი 36 თეთრი კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით მათ შორის დღგ, ხოლო ერთი ნათარგმნი დოკუმენტის ელექტრონულ რეესტრში რეგისტრაციის საფასური 2 ლარი.
- ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტაციის მიწოდება
- ჩვენი კომპანია ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტაციის მიწოდების რამდენიმე ალტერნატივას გთავაზობთ:
- თარგმანის მიწოდება შესაძლებელია ელექტრონული ფორმით ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტის დასაკანერებული ვერსიის ელ-ფოსტაზე გაგზავნის გზით
- ფოსტის საშუალებით მიწოდება საქართველოს და მთელი მსოფლიოს მასშტაბით, აღნიშნული მომსახურების მოთხოვნის შემთხვევაში მისი ღირებულება გათვალისწინებული იქნება ინვოისით
- საკურიერო მომსახურება, აღნიშნული მომსახურების მოთხოვნის შემთხვევაში მისი ღირებულება გათვალისწინებული იქნება ინვოისით
სამართლებრივი საფუძვლები:
საქართველოს კანონით ნოტარიატის შესახებ, თავი IV სანოტარო მოქმედება და მისი შესრულების ძირითადი მოთხოვნები, მუხლი 38. სანოტარო მოქმედება 1. ნოტარიუსი ასრულებს შემდეგ სანოტარო მოქმედებებს: თ) ამოწმებს დოკუმენტის ერთი ენიდან მეორეზე თარგმნის სისწორეს;
საქართველოს იუსტიციის მინისტრის, ბრძანება №2359 (სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე") მუხლი 56-ის მიხედვით: თარგმანის სისწორის (სიზუსტის) დამოწმება
1. ნოტარიუსი ადასტურებს ერთი ენიდან მეორე ენაზე თარგმანის სისწორეს, თუ ნოტარიუსმა იცის ორივე ენა.
2. იმ შემთხვევაში, თუ ნოტარიუსმა არ იცის ის ენა, რომელზედაც თარგმნილია დოკუმენტი, ნოტარიუსი ამოწმებს მხოლოდ თარგმანის სისწორის (სიზუსტის) შესახებ თარჯიმნის განცხადებაზე ხელმოწერის ნამდვილობას. ნოტარიუსი ვალდებულია დამადასტურებელ ფორმულიარში მიუთითოს, რომ იგი ამოწმებს მხოლოდ თარჯიმნის ხელმოწერის ნამდვილობას.
3. დოკუმენტის დედანს ან ასლს უნდა დაერთოს თარგმანი, თარგმანს ხელს უნდა აწერდეს თარჯიმანი. დოკუმენტი უნდა აიკინძოს ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით.
4. თარჯიმანი ვალდებულია ნოტარიუსს წარუდგინოს თავისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა სავალდებულო არ არის, თუ თარჯიმანი აკრედიტებულია კომპეტენტური ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აპოსტილის (ლეგალიზაციის) მიზნებისათვის ოფიციალური დოკუმენტების სათარგმნელად. ნოტარიუსი ვალდებულია თარჯიმანი გააფრთხილოს იმ პასუხისმგებლობის შესახებ, რაც დადგენილია არასწორი თარგმანის შემთხვევაში. ნოტარიუსის ფორმულარში მიეთითება გაფრთხილების ვალდებულების შესრულებისა და თარჯიმნის კვალიფიკაციის შესახებ. თარჯიმნის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტოასლის დართვა თარგმანისათვის სავალდებულო არ არის.
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე - სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 170.040.000.22.027.007.961
გადაწყვიტეთ ისარგებლოთ ჩვენი სერვისით ?
მომსახურების ზუსტი ღირებულების და ვადების დასადგენად:
მოითხოვე განფასება