ხარისხის მენეჯმენტი

დელტას მთარგმნელობით ჯგუფში საბოლოო პროდუქტის მიღების პროცესი:

ყოველ ორგანიზაციას საკუთარი პოლიტიკა გააჩნია თანამშრომლების შერჩევისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით. დღესდღეობით ჩვენი უმაღლესი განათლების სისტემა არ იძლევა თარგმნის მიმართულებით სპეციალისტების მომზადების ისეთ პროდუქტს, რომ ისინი მზად იყვნენ მთარგმნელობით ორგანიზაციაში მუშაობისათვის. კერძოდ, უნივერსიტეტდამთავრებულები არ ფლობენ როგორც თარგმანის თანამედროვე ტექნოლოგიურ მხარეებს, ასევე დარგობრივი სპეციალიზაცია საკმაოდ სუსტია. ამ პრობლემის დაძლევისათვის დელტას მთარგმნელობით ჯგუფში ყოველი ახალი თანამშრომელი გადის ტრენინგებისა და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების შემდეგ კურსებს:

უკვე გამოცდილი თანამშრომლები, რომლებიც ენის სპეციალისტის პოზიციიდან რედაქტორის პოზაციაზე დაწინაურდნენ, ცოდნის უწყვეტ გადაცემას უზრუნველყოფენ. ასევე, წლების მანძილზე მათი მოვალეობა დადგენილი სწორი ტერმინების ელექტრონული საცავის მუდმივი განახლება და თარგმნის პროცესში მისი გამოყენების უზრუნველყოფაა.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ:

მოკლე მიმოხილვა : შეკვეთიდან საბოლოო პროდუქტამდე

დამკვეთები

ჩვენ ვპასუხობთ ჩვენი დამკვეთების ყველა მოთხოვნას, მათ მოლოდინებზე მნიშვნელოვანი გადაჭარბებით
შეუკვეთე ონლაინ:
გაიგე მომსახურების ფასი