
იურიდიული თარგმანიწერილობითი თარგმნა გულისხმობს დოკუმენტების, გამოცემების, წიგნების, ანგარიშების, საინჟინრო პროექტების, ვებ-გვერდების შინაარსის და ა.შ. ზედმიწევნით ზუსტ თარგმანს ერთი ენიდან მეორე ენაზე.
დელტას მთარგმნელობითი ჯგუფი გთავაზობთ წერილობითი თარგმნას მსოფლიოს 60-მდე ენაზე, მათ შორის შემდეგ ენებზე:
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
ჩვენს მიერ გაწეული მომსახურება მოიცავს შემდეგ დარგებსა და მიმართულებებს:
- იურისპრუდენცია
- ეკონომიკა
- ფინანსები
- არქიტექტურა და მშენებლობა
- ბიზნეს ტექსტები და ბიზნეს ლიტერატურა
- საბანკო და სადაზღვევო საქმე
- სატრენინგო და საგანმანათლებლო მასალები
- ენერგეტიკა
- სამედიცინო და ტექნიკური ლიტერატურა
დელტას მთარგმნელობითი ჯგუფი სტანდარტული მთარგმნელობითი მომსახურების გარდა გთავაზობთ თქვენი ორგანიზაცია საქმიანობის სფეროს დარგობრივი ლექსიკონის შექმნას პროგრამული უზრუნველყოფის სახით. ასევე თქვენს ორგანიზაციაში არსებული სტანდარტული დოკუმენტების შაბლონების შექმნას ნებისმიერ ევროპულ ენაზე.
ანალიტიკურ-ინტეგრაციული საქმიანობა უშუალოდ გადის მხოლოდ მთარგმნელობითი მომსახურების სფეროდან და კონკრეტულ საკითხებზე მოკვლევის ჩატარებას გულისხმობს – უცხოური გამოცდილების მიხედვით, კონკრეტული ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით. თავის მხრივ, ყოველი თარგმანი ანალიტიკურია იმ გაგებით, რომ მაღალი ხარისხის თარგმანი შეუძლებელია ორიგინალის შინაარსის ანალიზის გარეშე (ინფორმაციული ორიენტაცია) და ინტეგრაციულია იმ გაგებით, რომ თარგმანი გულისხმობს ინფორმაციას არა მხოლოდ დანაწევრებას, არამედ მის ინტეგრირებას საქმიანობის უფრო ფართო სფეროში.
თარგმანის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფისათვის მნიშვნელოვანია შესაბამისი დარგობრივი და სპეციალიზებული ლექსიკონების გამოყენება, ენაში მიმდინარე პროცესების ანალიზი. დელტას მთარგმნელობით ჯგუფში აღნიშნულს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. ამ მხრივ, ჩვენ ვუზრუნველყოფთ თქვენთვის ტერმინილოგიური უწყვეტობის მეხსიერების ფორმირებას, თქვენთვის თარგმნილი დოკუმენტაციის ზრდასთან ერთად კი საშაულება გვეძლევა მთარგმნელობითი მეხსიერებების კონსოლიდიაციის გზით, მთარგმნელობით მომსახურებაზე გაწეული ხარჯების შემცირებაში დაგეხმაროთ.
