ფასები

ფასის განსაზღვრა

მთარგმნელობითი მომსახურების ფასი დამოკიდებულია რიგ ისეთ ფაქტორებზე, როგორციაა: 

  • მომსახურების დრო
  • ენის კომპლექსური ხასიათი
  • ტექსტის კომპლექსური მახასაითებლები და დარგობრივი ორიენტაცია

შესაბამისად, მომსახურების სტანდარტული განაკვეთები შესაძლოა ზუსტი არ აღმოჩნდეს და ბიუჯეტის დაგეგმვაში ვერ დაგეხმაროთ. ამისათვის უმჯობესია უშუალოდ გამოგვივზავნოთ მოთხოვნა (ზეპირი მთარგმნელობითი მომსახურების საჭიროების შემთხვევაში) ან თავად დოკუმენტაცია (წერილობითი მთარგმნელობითი მომსახურების შემთხვევაში) ჩვენ კი უმოკლეს ვადებში მოგაწვდით უკვე ზუსტ განფასებას. 

ხარისხიც ისევე განსხვავდება, როგორც ფასები

ჩვენ მიერ ჩატარებულმა ბოლოდროინდელმა კვლევამ აჩვენა, რომ მთარგმნელობითი კომპანიების მიერ ერთსა და იმავე პროდუქტზე დაწესებული ფასები განსხვავებულია. მაგრამ ერთმანეთს მსგავსი საგნები უნდა შევადაროთ.
ზოგიერთი კომპანია კონკრეტულ დოკუმენტში სხვა კომპანიებზე ორჯერ უფრო მეტს ახდევინებს. ასეთ შემთხვევაში ფასი შესაძლოა იყოს ხარისხის ინდიკატორი, თუმცა არა საკმარისი პირობა. კომპანიის რეპუტაცია და უკვე არსებული დამკვეთებისგან შეფასების გამოთხოვა ნათელ წარმოდგენას შეგიქმნით ამა თუ იმ მთარგმნელობით კომპანიაში არსებულ ხარისხის მენეჯმენტზე.

სიტყვათა რაოდენობა პირველად წყაროში

ზოგიერთი კომპანია ფასს განსაზღვრავს იმის მიხედვით, თუ რამდენი სიტყვაა დასრულებულ, ნათარგმნ დოკუმენტში, რომელსაც ჩვეულებრივ სამიზნე დოკუმენტს უწოდებენ.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ნათარგმნში სიტყვათა რაოდენობის მიხედვით ფულის გადახდევინება უსამართლობაა, რადგან თქვენ, როგორც მომხმარებელს სამუშაოს დასრულებამდე არ გეცოდინებათ რამდენს გადაგახდევინებენ.

დათვლის ობიექტურ მეთოდად ასევე შეგვიძლია მივიჩნიოთ სიმბოლოების რაოდენობის მიხედვით გვერდების დათვლა (1800, 2000, ან 3000 სიმბოლო, სივრცის ჩათვლით ან მის გარეშე). ბუნებრივია ეს საკითხი კონკრეტული კომპანიის გადასწყვეტია თუ როგორ მიდგომას იქონიებს თავისი მომხმარებლების მიმართ.

ბოლო ვადა

თუ მთარგმნელობით კომპანიას რეალისტურ ვადას მისცემთ სათარგმნად, უფრო იაფად გამოხვალთ, ვიდრე, თუ საქმეს სიჩქარეში გააკეთებინებთ.
რატომ ? ენის ერთ სპეციალისტს დღეში, ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე, 2000-დან 2500-მდე სიტყვის თარგმნა შეუძლია. თუ გაქვთ 10,000 სიტყვიანი დოკუმენტი და ერთი კვირის ვადა, სამუშაო შესრულება შესაძლოა მთლიანად ერთ ადამიანს დაევალოს.
თუ აღნიშნული დოკუმენტი მეორე დღის ბოლომდე გჭირდებათ, მაშინ კომპანიას მოუწევს სამუშაო რამდენიმე თანამშრომელს გაუნაწილოს და ბოლოს თითოეული მათგანის ნათარგმნი ერთ დოკუმენტად გააერთიანოს.
ასეთ დროს, რა საკვირველია, ტექნოლოგია გვეხმარება ტერმინები დავამთხვიოთ, მაგრამ კომპანიას მეტი შრომა უწევს, რადგან საჭიროა რამდენიმე თანამშრომლის ჩართულობა. ეს ჩვეულებრივ დამატებით დროით დანახარჯს მოითხოვს.
თარგმნის კომპიუტერული საშუალებების გამოყენება ამცირებს თარგმნის დროს 20-30%-ით. ჩვენი პრაქტიკის პირობებში, თარგმნის კომპიუტერული საშუალების SDL TRADOS-ის გამოყენება ხდება მაშინ, როდესაც ერთიდაიგივე მომხმარებელი მომსახურებას ორჯერ და მეტად გვიკვეთავს, ამ შემთხვევაში გამოიყენება მხოლოდ „მთარგმნელობითი მეხსიერების“ პროგრამირებული სისტემა, რაც საშუალებას გვაძლევს, დამკვეთის ტექსტებში არსებული ტერმინების თარგმანი იყოს მსგავსი მის ყველა დოკუმენტაციაში. აღნიშნული მიდგომა, ასევე საშუალებას გვაძლევს ერთგულ მომხმარებლებს შევუმციროთ როგორც მომსახურების მიწოდების დრო, ასევე მომსახურების ფასი და სურვილის შემთხვევაში მივაწოდოთ მისი საქმიანობის სფეროს დამუშავებული ტერმინების გლოსარუმი.

ტექნიკური სირთულეები და დოკუმენტის ფორმატი

გაცილებით უფრო ადვილია, და შესაბამისად, უფრო სწრაფიც, ისეთი დოკუმენტის თარგმნა, რომელიც არ მოიცავს ტექნიკურ ელემენტებს, როგორიცაა დიდი რაოდენობის დიაგრამა, ნახაზი თუ სხვა გრაფიკული ელემენტი.

ასევე, გაცილებით უფრო იოლია Word-ის ფაილით წარმოდგენილი დოკუმენტის თარგმნა, ვიდრე ძნელად წასაკითხი  ხელნაწერი დოკუმენტების თარგმნა.

ზოგიერთი სააგენტო მაშინვე დამატებით ანაზღაურებას ითხოვს არასტანდარტული სამუშაოსთვის, ჩვენ კი ძალ-ღონეს არ ვიშურებთ, რომ დამატებითი გადასახადი თავიდან აგარიდოთ. უბრალოდ გამოგვიგზავნეთ დოკუმენტის ასლი და მიიღეთ თარგმანი კონკურენტულ ფასად.

ენათა წყვილები

სხვადასხვა ენათა წყვილს განსხვავებული ფასი აქვთ. ეს მხოლოდ და მხოლოდ მოთხოვნიდან და მარაგიდან გამომდინარეობს. გაცილებით უფრო იაფია ინგლისური დოკუმენტის ქართულად თარგმნა, ვიდრე იაპონური დოკუმენტის თარგმნა ინგლისურად.

ასევე, უფრო ძვირია კორეული დოკუმენტის, დავუშვათ ჰოლანდიურად თარგმნა, რადგან ამ ენების მთარგმნელთა რიცხვი ბევრად უფრო მცირეა, ვიდრე სტანდარტულ ენათა მთარგმნელებისა.

რომ შევაჯამოთ, ზემოთ მოცემული ოთხი პარამეტრის გათვალისწინებით, ნებისმიერ კომპანიას უნდა შეეძლოს მისაღები მიახლოებითი ფასი გითხრათ.

გახსოვდეთ, აუცილებელია ერთმანეთს მსგავსი საგნები შეადაროთ.

ფასში შედის თუ არა, მაგალითად, რედაქტირება ? ფული არც ისეთ მაღალ ხარისხზე უნდა გაფლანგოთ, როგორიც არ გჭირდებათ. მაგალითად, ჩვენ გთავაზობთ: ა) შიდა გამოყენების დოკუმენტაციის თარგმანის, ბ) ფართო გამოყენების დოკუმენტაციის თარგმანისა და გ) შემოკლებული, აზრობრივი თარგმანის პაკეტებს. 

ჩვენი დამკვეთები

ჩვენ ვპასუხობთ ჩვენი დამკვეთების ყველა მოთხოვნას, მათ მოლოდინებზე მნიშვნელოვანი გადაჭარბებით

ჩვენი დამკვეთების მოსაზრებები