რედაქტირება

რედაქტირება გულისხმობს უკვე არსებული თარგმანის ჩასწორებას: სტილის, ორთოგრაფიის, დარგობრივი ტერმინებისა და დედანთან შესაბამისობის მიმართულებით. აღნიშნული განსაკუთრებით ეხება აკადემიური ხასიათის ნაშრომებსა და გამოცემებს, რომელთაც მომავალში მრავალჯერადი გამოყენება ექნებათ.

ხშირად ენის კარგი მცოდნეებიც კი, რომელთათვის სათარგმნი უცხო ენა მშობლიურ ენას არ წარმოადგენს თავს იჩენს უცხო ენის ბუნებრივი სტილის პრობლემა, სწორედ ამიტომ საბოლოო რედაქტირებას შესაბამისი აკადემიური ხარისხის მქონე, მშობლიური ენის მცოდნე ასრულებს. რედაქტირების ფაქსი დამოკიდებულია თავად არსებული ტექსტის გამართულობის დონესა და დარგობრივ მიმართულებაზე. ისეთი დარგები, რომელთა განვითარება ჩვენთან ან დაბალია ან საერთოდ არ არის განვითარებული შედარებით მაღალ ფასს საჭიროებს, რადგან ამ შემთხვევაში ტექსტი იგზავნება ჩვენს პარტნიორ საზღვარგარეთის უნივერსიტეტის თანამშრომლებთან.

კორექტირება

კორექტირება სრული რედაქტირების პირველი ეტაპია, სხვაობა კი შემდეგია (ინგლისური ენის მაგალითზე):

ცვლილებები საწყის ტექსტშიკორექტირებარედაქტირება
გრამატიკული ასპექტები
ვნებითი და მოქმედებითი გვარის სწორი გამოყენება
პუნქტუაცია
მართლწერა
ასომთავრული და ქვედა რეგისტრის ასოების სწორი გამოყენება
ტერმინები და ფრაზები
ტექსტის ადაპტაცია ბრიტანული ან ამერიკული სტილის მიხედვით
კითხვადობის, მთლიანობისა და თანამიმდევრულობის გაუმჯობესება
პარაგრაფებისა და წინადადებების ლოგიკური კავშირი
პარაგრაფებისა და წინადადებების ლოგიკური კავშირი
შეთავაზებები სტილის, ტონალობის, შერჩეული სიტყვებისა და წინადადებების სტრუქტურის ცვლილებაზე
ნაკლები ფუნქციის მქონე აზრობრივი გამეორებების ამოღების შემოთავაზება
საზომი ერთეულებისა და ფორმატირების სწორი გამოყენება
წარმოდგენილი მონაცემებისა და გრაფიკული მასალის შესაბამისობის დადგენა ტექსტში მოცემულ დასკვნებთან

ჩვენი დამკვეთები

ჩვენ ვპასუხობთ ჩვენი დამკვეთების ყველა მოთხოვნას, მათ მოლოდინებზე მნიშვნელოვანი გადაჭარბებით

ჩვენი დამკვეთების მოსაზრებები