„ლოკალიზაცია“ თარგმანთან შედარებით უფრო ყოვლისმომცველი პროცესია და ეხება კულტურულ და არა ტექსტუალურ კომპონენტებს, ასევე ენობრივ საკითხებს პროდუქტის ან მომსახურების სხვა ქვეყნისთვის ან რეგიონისათვის დამახასიათებელი კომპონენტების გათვალისწინებით. აღნიშნული მოიცავს, პროგრამული უზრუნველყოფის, ტექნიკური მენიუს, მომსახურების სპექტრის თარგმანსა და ადაპტირებას ადგილობრივი თავისებურებების გათვალისწინებით. აღნიშნული განსაკუთრებით აქტუალურია მაშინ, როცა საქმე ეხება ინოვაციური ხასიათის პროდუქტს ან მომსახურებას, რომელიც ჯერ-ჯერობით არ არსებობს პრაქტიკაში ამა თუ იმ ქვეყანაში.
როგორ ხდება ლოკალიცაზია და რედაქტირება ?
თანამედროვე მსოფლიოში მაღალკვალიფიციური დოკუმენტაცია ყველა ენაზე ხშირად განსაზღვრავს ბაზარზე კომერციულ წარმატებას. ერთ-ერთ მთავარ ტენდენციად იქცა გლობალიზაცია, რომელიც გავლენას ახდენს მთარგმნელობით მომსახურებაზე. თარგმანის რედაქტირება გულისხმობს მის მთლიან სტილისტიკურ დამუშავებას. რედაქტირების დროს ვხელმძღვანელობთ შემდეგი ძირითადი მიდგომებით:
ა) თუ ერთი და იგივე აზრი შეიძლება გამოიხატოს რამდენიმე საშუალებით, მაშინ უპირატესობა ენიჭება ყველაზე მოკლეს.
ბ) თუ უცხოენოვანი სიტყვა ყოველგვარი დანაკარგის გარეშე შეიძლება შევცვალოთ სათარგმნი ენის სიტყვით, მაშინ ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს.
გ) ყველა ტერმინი და დასახელება უცვლელად უნდა დარჩეს, და იგი ერთმნიშვნელოვანი უნდა იყოს.
დ) სათაურის თარგმანი უნდა ასახავდეს ტექსტის, სტატიის, პატენტის და ა.შ. შინაარსის არსს. ამიტომ სათაური ყოველთვის ბოლოს ითარგმნება ტექსტის ყველა თავისებურების გათვალისწინებით.
ე) ლოკალიზაციის დაწყებამდე ხდება წარმოდგენილი ტექსტის შინაარსის, დანიშნულებისა და მიზნობრიობის გაანალიზება. სპეციალური ტერმინების დამუშავება, ტექსტის ძირითადი ნაწილების კონტექსტური გაანალიზება.
ვ) ადგილობრივი პრაქტიკის კულტურული თავისებურებების ანალიზი და მათი გათვალისწინების შესაძლებლობების დადგენა თარგმანში.
ზ) მიღებული ტექსტის თავსებადობის ანალიზი ორიგინალთან და თავად ტექსტის ფუნქციურ მიზნებთან.