ზეპირი თარგმნა

ზეპირი თარგმნა გულისხმობს როგორც თანმიმდევრულ, ასევე სინქრონულ ზედმიწევნით ზუსტ თარგმანს ერთი ენიდან მეორე ენაზე ზეპირი მეტყველების გზით. თარმიმდევრული თარგმანი მოსაუბრის თარგმანია პროპორციულად დასრულებული ნაწილების მიხედვით, ხოლო სინქრონული თარგმანი მოსაუბრის ტექსტის უწყვეტ (პარალელურ) რეჟიმში თარგმანს გულისხმობს. ამ უკანსკნელს ჩვეულებრივ სპეციალური აპარატურა ჭირდება, ხოლო თუ ღონისძიება (შეხევდრა, პრეზეტნაცია) ონლიან სივრეში ტარდება შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა. 

დელტას მთარგმნელობითი ჯგუფი გთავაზობთ ზეპირ თარგმნას შემდეგ ენებზე:

ინგლისური

თურქული

უზბეკური  და  სხვა  შუააზიური ენები

რუსული

ნიდერლანდური

პოლონური

ფრანგული

ბულგარული

ბენგალური  (ბანგლადეშური)

გერმანული

ებრაული

ბერძნული

ესპანური

არაბული

ესტონური

უკრაინული

სპარსული

ლატვიური

იტალიური

ჩეხური

ლიტვური

აზერბაიჯანული

იაპონური

აფხაზური

სომხური

ჩინური

 ოსური

პორტუგალიური

კორეული

 ჰინდი 

გამოცდილება

ჩვენი გამოცდილება თანაბრად მოიცავს როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორს. ჩვენი ცხოვრება, ისევე როგორც ჩვენი საქმიანობა, ეტაპობრივად გლობალური ხდება, ხშირად ცხადად უფრო ხშირად კი ჩვენგან შეუმჩნევლად. საერთაშორისო გარემოში ზუსტი და ცხადი ენის გამოყენება თქვენი წარმატების მნიშვნელოვანი ფაქტორია. დელტა ენობრივი სერვისების სრული სპექტრის მომწოდებელია. 

საჯარო სექტორი 

სახელმწიფო სექტორში თარგმნის მომსახურების საჭიროება განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციით და რიგი სხვა სამართლებრივი აქტებით. საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს ავალდებულებს უზრუნველყოს სახელწიფო ენის არმცოდნე პირებისათვის თარჯიმნის ინსტიტუტით სარგებლობის უფლება. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  53–ე მუხლი  დაწვრილებით აღწერს იმ გარემოებებს რომლებიც წარმოადგენენ სისხლის სამართლის საქმის განხილვისას, პროცესში თარჯიმნის მონაწილეობის აუცილებელ წინაპირობას. ამ მუხლის მიხედვით,  თარჯიმნის გამოძახების შესახებ გამომძიებელს ან პროკურორს გამოაქვს დადგენილება, ხოლო სასამართლოს – განჩინება“. აღსანიშნავია, რომ პროცესის სხვა მონაწილეს თარჯიმნის მოვალეობის შესრულების უფლება არა აქვს, მთარგმნელობითი საქმიანობის განხორციელება მხოლოდ თარჯიმნის მიერ უნდა მოხდეს. მეორეს მხრივ, საჯარო და კერძო სექტორში საქმიანობის საერთაშორისო არენაზე გაფართოება მოითხოვს პროფესიულ ზეპირ მთარგმნელობით მომსახურებას, რაც გლობალურ სამყაროში ჩართვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა.

კერძო სექტორი

მსოფლიო ეკონომიკის გლობალიზაციის პროცესებმა ნებისმიერი კომპანიის წინაშე პროდუქციის ლოკალიზაციის საჭიროება, საერთაშორისო და რეგიონულ ბაზრებზე შეღწევის საკითხი აქტუალური გახადა. ნებისმიერ ბაზარზე მოქმედი კონკუტენტული ძალები უკვე გლობალური გახდა, გამოცდილება და ნოუ-ჰაუ უკვე არსად აღარ ატარებს მხოლოდ ეროვნულ ხასიათს. ამ მიმართულებით თარჯიმნისა და პროფესიული მთარგმნელობითი სააგენტოების როლი შეუცვლელია. ამ მხრივ მთარგმნელობითი მომსახურების მაღალი ხარისხი ყველაზე ღირებული – ცოდნითი კაპიტალის მიღების ერთ-ერთი მაგისტრალური არხია.  

ჩვენი ფილოსოფია სრულყოფილებისა და ინოვაციებისკენ სწრაფვაა. ჩვენთან საქმიანობენ, როგორც ქართველი ასევე უცხოელი სპეციალისტები, პრაქტიკოსები და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები. როგორც საიმედო და ერთგული პარტნიორი, Delta Translation Group იღებს სრულ პასუხისმგებლობას სრულყოფილ მთარგმნელობით მომსახურებაზე. კერძო პირები, მცირე და საშუალო ბიზნესით დაწყებული გლობალური კორპორაციებით დამთავრებული ჩვენ სრულ და თანაბარ ყურადღებას ვუთმობთ მათთვის ღირებული მომსახურების გაწევისას. დელტა მომსახურების სრულყოფილი მომწოდებელია, ჩვენი მიზანი თქვენი მოთხოვნების ეფექტიანი დაკმაყოფილებაა.

 

Play Video

ჩვენი დამკვეთები

ჩვენ ვპასუხობთ ჩვენი დამკვეთების ყველა მოთხოვნას, მათ მოლოდინებზე მნიშვნელოვანი გადაჭარბებით

ჩვენი დამკვეთების მოსაზრებები